ქართველი დიზაინერი დევიდ კომა საომარ განწყობაზეა – ასე აფასებენ მოდის კრიტიკოსები დიზაინერის ახალ კოლექციას, რომელიც ქართულ მოტივებზეა შექმნილი. დიზაინერისთვის ჩოხა პირველად გახდა ინსპირაცია და ახალ 2017-2018 წლის შემოდგომა – ზამთრის კოლექციაში სწორედ ტრადიციული ქართული სამოსის დეტალები გამოიყენა.
როგორც კომამ გავლიან მოდურ გამოცემა Vogue-ს განუცხადა, კოლექციის შექმნის ინსპირაცია ქართული საომარი ტანსაცმელი-ჩოხა და ცეკვა „ქართული“ გახდა. ლონდონში გამართული ჩვენების შემდეგ რუსულენოვანმა Vogue-მა დიზაინერს “მოდის ვუნდერკინდი“ უწოდა.
წყარო: businesscontract.ge