ინგლისელმა ღვინის მაგისტრმა სარა ებოტმა (Sarah Abbott) და ღვინის მწერალმა რობერტ ჯოზეფმა (Robert Jozeph) ქართულ ღვინის კომპანიებთან ერთად, ქართული ღვინის დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრებისსტრატეგიული გეგმა განიხილეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარებულ ორდღიან სემინარში, სადაც 35 ქართული ღვინისკომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მხარეებმა ის ძირითადი ღონისძიებები და მიმართულებებიგანიხილეს, რომლებიც ქართულ ღვინოს დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ანდრო ასლანიშვილმა აღნიშნა, რომ ბრიტანელი პროფესიონალების ცოდნა და პრაქტიკული რეკომენდაციები ქართველ მეწარმეებს დიდი ბრიტანეთის ღვინის ბაზრის უკეთ ათვისებაში დაეხმარება.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის სტრატეგიას წარმოადგენს ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია და ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას მივმართავთ, რათა ეს მიღწეული იყოს სხვადასხვა ბაზარზე, განსაკუთრებით ისეთ ბაზრებზე, სადაც არის სტაბილურობა და სიმყარე. ამ მიმართულებით შერჩეულია ისეთი სტრატეგიული ბაზარი, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ ღვინის მაგისტრ სარა ებოტთან და ღვინის მწერალ რობერტ ჯოზეფთან. მათ აქვთ დიდი ბრიტანეთის ბაზრის განსაკუთრებული ცოდნა და მათი პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები, კომპანიების მხრიდან დაზოგავს ფინანსურ და დროის რესურსებს, რათა მიიღონ საუკეთესო რჩევები და რეკომენდაციები“- განაცხადა ანდრო ასლანიშვილმა.
როგორც სარა ებოტმა აღნიშნა, სემინარის ფარგლებში ქართველი ღვინის მწარმოებლები საფუძვლიანად გაეცნენდიდი ბრიტანეთის ბაზარს, თუ რისი შეთავაზება შეუძლია ამ ბაზარს მათთვის და რა უნდა გააკეთონ, რომშევიდნენ ამ საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბურ ბაზარზე თავიანთი პროდუქციით.
„ჩვენი, როგორც ღვინის ექსპერტებისა და კონსულტანტების მიზანი იყო სიღრმისეულად გაგვეგო ქართულიღვინის წარმოების სპეციფიკა, სტილი და მრავალფეროვნება. ქართული ღვინო დიდი ბრიტანეთის ბაზრისთვისსპეციფიკური სეგმენტია, ბრიტანეთში არიან ადამიანები, ვისაც ძალიან უყვარს ქართული ღვინო, მაგალითად, აქმაცხოვრებელი რუსები და ქართველები და ამ კუთხით ქართულ ღვინოს კარგი პერსპექტივა აქვს. მეორეს მხრივ,ახალგაზრდა ღვინის მოყვარულები, რომლებიც მუდმივად ეძებენ ახალ და განსხვავებულ პროდუქტს,მოხიბლულნი არიან ქართული ღვინის ორგანული წარმოების ტექნოლოგიით – ქვევრში ღვინის დაყენებისუნიკალური მეთოდით და ასევე უნიკალური ჯიშებით, განსაკუთრებით საფერავით“ – აღნიშნა მან.
რობერტ ჯოზეფი მიიჩნევს, რომ ქართული ღვინით განსაკუთრებით ბრიტანელი ახალგაზრდები დაინტერესდებიან.
„მე ვფიქრობ საქართველოსთვის ამაღელვებელი პროცესი დაიწყო, რადგან ბრიტანეთის ბაზრისთვის ეს პროდუქცია ახალია. ეს მარტივი არ იქნება, ნებისმიერი სიახლის ბაზარზე გამოტანა ყოველთვის გამოწვევაა, თუმცა ბრიტანეთში არიან ადამიანები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ღვინის მოყვარულები, რომლებიც ეძებენ სიახლეებს, რომლის შეთავაზებაც სწორედ ქართულ ღვინოს შეუძლია. ძალიან სასიამოვნო იყო ამდენი მაღალი დონის პროფესიონალი, მცირე და ახალი ღვინის მწარმოებლის ნახვა ერთ სივრცეში, თითოეული მათგანი აქტიურად იყო ჩართული. საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა იმუშაონ ერთად და არა ერთმანეთის პირისპირ. როდესაც საუბარია ისეთ დიდ ბაზრებზე, როგორიცაა დიდი ბრიტანეთის, ან აშშ-ს ბაზრები, მათ შორის კონკურენცია შეუძლებელია, ისინი უნდა გაერთიანდნენ და ერთობლივად შექმნან ქართული ღვინის რეპუტაცია და იმიჯი. სწორედ ეს პოტენციალი დავინახეთ დღევანდელი სემინარის პროცესში, რომ ისინი ერთად მიაღწევენ მიზანს“ – განაცხადა რობერტ ჯოზეფმა.
სემინარის პროცესში, მუშაობა ღვინის კომპანიებთან წარიმართა როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცათ ბრიტანელ ღვინის პროფესიონალებთანკონსულტაციები გაევლოთ იმ ინოვაციურ სტრატეგიებზე, რომლებიც უკავშირდება ქართული ღვინის, მათ შორის ცქრიალა და ვარდისფერი ღვინოების პოპულარიზაციას, გაცნობოდნენ დიდი ბრიტანეთის ღვინისბაზრის სპეციფიკას, სავაჭრო ქსელებისა და საფასო პოლიტიკას.