მოქალაქეები საიტზე – manifest.ge, პეტიციას აქვეყნებენ: ,,გადავარჩინოთ უკანასკნელი გამწვანებული პარკი გლდანში!”

,,ჩვენს უბანში უკანასკნელი პარკი განადგურების საფრთხის წინაშეა (109ა კორპუსის მიმდებარედ, გლდანის IV მიკრო/რაიონში). მიმდინარეობს 32 მ სიმაღლის , 8-10 სართულიანი, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.
მშენებლობის მასშტაბებიდან გამომდინარე, დაზიანება/მოჭრა ემუქრება ხეებს და, დროთა განმავლობაში, ჩვენს უბანში არსებული ისედაც მწირი დასასვენებელი და ბავშვების გასასეირნებელი ადგილი ახალი კორპუსის ავტოსადგომად და მოასფალტებულ ეზოდ გადაიქცევა.
ჩვენ, ამ უბნის მცხოვრებნი და პარტიზანი მებაღეები,მივიჩნევთ, რომ ამის დაშვება დიდი დანაკარგი იქნება ჩვენი უბნისთვის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჩვენი შვილებისთვის,რომლებსაც ინვესტორი ერთადერთ ახლომდებარე დასავენებელ და სავარჯიშო, სასუნთქ გარემოს ართმევს. ეს მშენებლობა ასევე საგრძნობლად გააუფასურებს გარშემო მდებარე ბინებს.
საჭიროა ასობით ადამიანის მხარდაჭერა და გაერთიანება.

მერიამ შუამდგომლობაზე უარი გვითხრა, ასე რო ეს ბრძოლა ჩვენი მოსაგებია!

გთხოვთ,ნუ დაიზარებთ,ყველას ხელმოწერა მნიშვნელოვანია,თითოეული თქვენგანის ხმა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს! ერთად დავდგეთ და გადავარჩინოთ ჩვენი ათწლოვანი ფიჭვები! გადავარჩინოთ მომავალი დღეს,რომ ისუნთქონ ჩვენმა შვილებმა ხვალ!

შაბათს, 25 თებერვალს, 14:00 საათზე!  ყველას გთხოვთ, მობრძანდეთ პარკში, ერთად დავიცვათ გლდანის მე-4 მ/რ-ის უკანასკნელი გამწვანებული ღა სივრცე! თქვენი ჩართულობა გადამწყვეტია!”- წერია მიმართვაში, რომლის ადრესატიც  თბილისის საკრებულო , საქართველოს მთავრობა  და თბილისის მერიაა.

თუკი გსურთ, შეუერთდეთ მოთხოვნას, შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ  შემდეგ ბმულზე:

http://bit.ly/2lNPFKH

 

ნატალია ჯალაღონია

 

Please follow and like us: