მოდა ის სფეროა, რომელიც ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების მიუხედავად, მაინც ახერხებს წინსვლასა და განვითარებას, რასაც მოწომობს ამ ინდუსტრიაში დაკავებული ადამიანების წარმატება საერთაშორისო დონეზე. ბოლო დროს მსოფლიოს მაღალი მოდის კვირეულებზე არაერთი ქართველი გოგონა გამოჩნდა. ქვეყანაში არსებული სტერეოტიპული, ხშირად ზედაპირული და არასერიოზული დამოკიდებულებების მიუხედავად ქართველი მოდელები მოტივაციას არ კარგავენ, რათა ქვეყნის სახელი მსოფლიო ბაზარზე გაიტანონ. ცოტა ხნის წინ ამერიკის მოდის კვირეულის ფარგლებში მოდელმა, თათია ახალაიამ ქასთინგზე მონაწილეობისთვის მოსაწვევები მიიღო, თუმცა მან ვერ მოახერხა გამგზავრება და კვირეულზე მონაწილეობის მიღება, თუ რატომ ამას ინტერვიუდან შეიტყობთ. „თბილისი თაიმსთან“ თათია დეტალურად საუბრობს მოდის ინდუსტრიის სპეციფიკასა და ამ სფეროში არსებულ სირთულეეებზე.
უპირველესყოვლისა მინდა გთხოვოთ, ჩვენს მკითხველს გაეცნოთ. მიამბეთ თქვენს შესახებ სად დაიბადეთ, მშობლების შესახებ რომ მესაუბროთ დეტალურად, როგორი პრინციპებით გზრდიდნენ, ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრები?
– მე ვარ თათია ახალაია, სტუდენტი და ამჟამად მოდელი. დავიბადე რუსეთში 3-4 წლის ვიქნებოდი იქიდან რომ წამოვედით და მას შემდეგ თბილისში ვცხოვრობ. ძალიან მხიარულ და თბილ ოჯახში გავიზარდე. ახლა რომ ვიხსენებ დედა იყო ის, ვინც ამ ატმოსფეროს ქმნიდა სახლში. მას უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში და ასეც დარჩება. ამასთან ერთად საკმარისად მკაცრი და მომთხოვნი იყო ჩვენ მიმართ. ჩვენს ოჯახში განათლება იყო ყოველთვის პრიორიტეტული. მყავს და–ძმა. ჩემი და ანა ერთი წლით არის ჩემზე უფროსი და ადვილი გასაგებია როგორი ახლობლები ვართ ერთმანეთისთვის. და–ძმა უძვირფასესი საჩუქარია ჩემთვის.
სად სწავლობთ, რა მიმართულებაზე, სამოდელო სფეროს რა ადგილი აქვს თქვენს ცხოვრებაში და სამომავლო პროფესიად რა გაქვთ არჩეული?
ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თავიდან იურიდიულზე ჩავაბარე, შემდეგ გადაწყვეტილება შევცვალე, მაგრამ ეს სფერო უზომოდ მაინტერესებს და აუცილებლად დავუბრუნდები. მოდელობა ჩემთვის ჰობი არ არის, უფრო დროებითი პროფესიაა, რომელიც საშუალებას მაძლევს მოგზაურობის, სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობის და საინტერესო გამცდილებას მაძლევს.
როგორც ვიცი, „ELITE MODEL LOOK GEORGIA 2015-ის“ გამარჯვებული ხარ. ეს კონკურსი კი ინდუსტრიაში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საწყისია მოდელისთვის. სინდი კროუფორდი, ჟიზელ ბუნდჰენი, ლარა სტოუნი, ვიქტორია ჩერეტი, ჯოზეფინ ლა ტატური და სხვა არაერთი ტოპ მოდელი სწორედ ამ კონკურსის შედეგად აღმოჩნდა მაღალი მოდის ჩვენებებზე. თუ შეგიძლია, თქვენი გამოცდილების შესახებ გვიამბო, რა გზა გაიარეთ კონკურსამდე და მოჰყვა თუ არა მას საინტერესო შემოთავაზებები?
– ელიტზე 2015 წელს გავედი და გავიმარჯვე. მანამდე კი ერთი წლით ადრე 2014 წელს პარიზში გავემგზავრე. სულ 1-2 თვის მისული ვიყავი სააგენტოში რომ პარიზში აღვმოჩნდი და სწორედ მაშინ გამოვედი მაღალი მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ჩვენებაზე. ეს პირველი გამოცდილება ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო გამოდგა ჩემთვის ამ სფეროში უამრავი გავლენიანი და საინტერესო ადამიანი გავიცანი, ქასთინგ დირექტირები,სტილისტები, ფოტოგრაფები… რამდენიმე მნიშველოვანი შემოთავაზება მივიღე, რაზეც იმ ეტაპზე უარის თქმა გადავწყვიტე და საქართველოში წამოსვლა ვამჯობინე. elite მართლაც პრესტიჟული, საუკეთესო სამოდელო კონკურსია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩემს კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შემოთავაზებას. elite-ს შემდეგ მილანში გავაფორმე ერთ-ერთ სააგენტოსთან კონტრაქტი და მილანის მოდის კვირეულზე მივიღე მონაწილეობა.
ბოლო დროს ქართველი მოდელები აქტიურად ჩნდებიან წამყვანი მაღალი მოდის ჩვენებებზე. თაკო ნაცვლიშვილი, ანა შელია, მარიამ ურუშაძე უკვე ვიხილეთ ევროპის მოდის კვირეულებზე. თათია, გავრცელდა შენი მოსაწვევები ამერიკის მოდის კვირეულის ფარგლებში. როგორც ვიცი, შენ იქნებოდი პირველი ქართველი, ვინც ამერიკული მაღალი მოდის ჩვენებაზე მიიღებდა მონაწილეობას. მაინტერესებს, რა მიზეზების გამო თქვი უარი და რატომ ვერ შეძელი კასტინგებზე გასვლა?
– Trump-ის სააგენტოს წამომადგენეელს მილანში შევხვდი, ორი ჩვენების შემდეგ საკმაოდ დაღლილი, უხალისოდ ვიყავი და დიდად ყურადღება არც მიმიქცევია, სიმართლე გითხრა. მათი მხრიდან ამ დოზით დაინტერესება დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის, თუმცა გამგზავრება და fashion week-ზე, რომელიც ცოტან ხნის წინ დასრულდა,ვერ შევძელი მონაწილეოის მიღება, ფინალური გამოცდების გამო უნივერსიტეტში. სხვა მიზეზი არ ყოფილა ამჯერად. მომავალ კვირეულზე, რომელიც სექტემბერში დაიწება აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას ჯერ ნიუ იორკში შემდეგ ლონდონში, მილანსა და პარიზში.
რა არის მოდელის ცხოვრებაში ყველაზე რთული მხარე და რატომ ვერ ახერხებენ ქართველი გოგონები უფრო აქტიურად გავიდნენ და მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო ბაზარზე?
– ყველაზე რთული პირადად ჩემთვის ახლობლებისგან და ჩემი ქვეყნისგან შორს ყოფნაა. ის დიდი სირთულე,რაც ამ პროფესიას სხვებისაგან გამოარჩევს არის მუდმივი სტრესი და დაძაბულობა. როგორც უნდს ეცადო იგნორირება ამ ფაქტის, ქალაქში, სადაც ქასთინგზე შეიძლება 500-მა გოგომ მოიყაროს თავი, კონკურენცია მაინც იგრძნობა. სხვათაშორის, პირადად ჩემთვის, რატომღაც, ეს არასდროს ყოფილა პრობლემა და ბოლო დროს ეს მომენტი სულ უფრო ნაკლებად მოქმედებს ჩემს განწყობაზე, მაგრამ მონატრების გრძნობა პირველივე დღეს მიჩნდება.
როგორ ფიქრობ, რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი სტერეოტიპის დამკვიდრებას, რომ მოდელი ვერ იქნება განათლებული; მაინტერესებს გარდა ვიზუალური მონაცემებისა, რას აქცევენ კასტინგ დირექტორები გოგონებში ყველაზე მეტ ყურადღებას, რა უნარებსა და პიროვნულ თვისებებს მოითხოვენ მათგან?
– არ მგონია, რომ ეს სტერეოტიპი დღესაც არსებობს. ასეთი მიდგომა ძალიან ზედაპირულ ადამიანებს თუ აქვთ, რომელთაც არ უჭირთ ერთი შეხედვით ადამიანს იარლიყი მიაკრან. კასტინგ დირექტორები ყურადღებას აქცევენ მოდელის კომუნინაბელურობის უნარს. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია და დროის ძალიან პატარა მონაკვეთში შთაბეჭდილების მოხდენა, მაგრამ როგორც უნდა შევალამაზოთ ფაქტი და ვეცადოთ უფრო საინტერესო გავხადოთ ის, ეს ყველაფერი მაინც მეორეხარისხოვნად რჩება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელი რაღაც დოზით მაინც განსაზღვრავს მოდელის კარიერას.
თქვენი აზრით, რამდენად სწრაფად ვიდარდება მოდის ინდუსტრია საქართველოში და რა სახის პრობლემების წინაშე დგას ამჟამად სამოდელო სფერო ჩვენს ქვეყანაში?
– ვფიქრობ რომ, ჩვენს პატარა ქვეყანას ბევრი ნიჭიერი და კრეატიული დიზაინერი ყავს, მაგრამ პრობლემები პირველ რიგში, ფინანსებთან და განათლებასთან დაკავშირებული, არ აძლევს მათ უფრო დიდ გასაქანს. ბოლო დროს გამოჩენილი Mercedes Benz Fashion Week-ი ნამდვილად კარგი წამოწყებაა და მინდა წარმატებული იყოს .სულ ცოტა ხანში ამ ღონისძიებამ დიდი ყურადღების მიქცევა მოახერხა.კონკრეტულად სამოდელო სფეროს რაც შეეხება, ამ მხრივ, მგონი, კიდევ დიდ ხანს არ შეიცვლება სიტუაცია და უპერსპექტივო საქმიანობად დარჩება როგორც დღეს არის. ჯერ კიდევ უჭირთ ადამიანებს მოდელობა სერიოზულ საქმედ აღიქვან.
თვქენი ოცნებებისა და მიზნების შესახებ რომ მითხრა, რომელ ბრენდთან თანამშრომლობაზე დათანხმდებოდი სიხარულით და თქვენთვის გამორჩეული დიზაინი ან მოდის სახლი რომელია?
– სიამოვნებით ვითანამშრომლებდი Chanel-თან, Celine-თან, Gucci-სთან, Balenciaga-სთან, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ამაზეც უარი ვთქვა თუ სხვა რამ ჩავთვალე პრიორიტეტად, რადგან ჩემი ოცნებები მოდელობას არ უკავშირდება.
თავისუფალ დროს როგორ ატარებ, აქტიურ დასვენებას ანიჭებ უპირატესობას, თუ უფრო მშვიდ გარემოში დარჩენას ამჯობინებ, რაიმე ჰობი ხომ არ გაქვთ?
– თავისუფალ დროს ძირითადად შეყვარებულთან ერთად ვატარებ და ეს არის ჩემთვის საუკეთესო განტვირთვაც და გართობაც. ხმაური და არეულობა არ მიყვარს.
კულინარიასთან დაკავშირებით რომ მესაუბრო, მართალია თუ არა, შეხედულება, რომ მოდელები ძირითადად შიმშილობენ; საყვარელი კერძები ან სამზარეულო თუ შეგიძლია, რომ დამისახელო და როგორ ახერხებ ფორმის შენარჩუნებას?
– ის, რომ მოდელები შიმშილობენ ყველაზე დიდი გავრცელებული ტყუილია. რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთებიც, ვინც მუდმივად დიეტაზეა ან კვებითი აშლილობა და სერიოზული პრობლემები აქვთ, მაგრამ ძირითადად, დამიჯერეთ, მოდელები ხშირად იმაზე მეტს ჭამენ ვიდრე ვინმეს გონია, აღნაგობა გენეტიკურია და მეტაბოლიზმია წონის მთავარი განმსაზღვრელი. პირადად მე, ვერ ვიტყი, რომ ფორმის შესანარჩუნებლად რამეს განსაკუთებულს ვაკეთებ. ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო, რაც არამარტო წონაზე აისახება დადებითად. გამორჩეულად არაფერი მიყვარს, არის რაღაცეები რასაც არ მივირთმევ, მაგალითად წითელ ხორცს.
იყენებ თუ არა მაკიაჟს ყოველდღიურად და ნივთები, რომლთა გარეშეც არასდროს გახვალ გარეთ რომელია?
– ყოველდღიულად ვიყენებ მსუბუქ მაკიაჟს, ძირითადად ტუჩსაცხს, წარბის ტუშს. სახლიდან ვერასდროს გავალ მხოლოდ მობილურის გარეშე. გააჩნია სად ვაპირებ წასვლას.
როგორ წარმოგიდგენია ვინ იქნება თათია ახალაია 5 წლის შემდეგ, რა საქმიანობით იქნება დაკავებული და სად იცხოვრებს ის?
– წინასწარ ვცდილობ არაფერი დავგეგმო, მაგრამ 5 წლის შემდეგ ვიცი, რომ აუცილებლად მექნება უფრო საინტერესო საქმე, ალბათ უფრო პოლიტიკის ან სამართლის სფეროში. გვერდით მეყოლება საყვარელი ადამიანი, როგორც დღეს და ვისურვებდი, რომ საქართველოში შევძლო ჩემი მიზნების განხორციელება.
ნანუკა მაღლაკელიძე