„თუ ვიდეო მტკიცებულება ნამდვილად არსებობს,  პროკურატურამ უნდა გაგვაცნოს ეს ფარული ჩანაწერი, იმისათვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, იქნებ უფლებადამცველებიც ვცდებით და ტყუილად ვამტკიცებთ, რომ ეს ადამაინი არის უდანაშაულო, და თურმე დამნაშავე ყოფილა“. ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა, „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა.

„არაუფლებამოსილ პირებს თუ აცნობენ მტკიცებულებებს, კარგი იქნებოდა ჩვენც როგორც უფლებამოსილ პირებსგვენახა,  მამა გიორგიმ მართლა შეიძინა თუ არა ციანიდი. ამის შემდეგ აღარ გვექნებოდა ეჭვი, თუ რატომ დასჭირდა მამა გიორგის ბარგის ჩხრეკის დაწყებას, 6 საათი და  40 წუთი.

პროკურორების გარდა, პროკურორების როლს სხვა პირებიც თამაშობენ. უდანაშაულობის პრეზუმფცია ერთია და ასევე არავის აქვს უფლება იმაზე მეტი ისაუბროს, ვიდრე ამის კომპეტენცია აქვს.

რაც შეეხება ფარულ ვიდეომასალას, ვითომდა მამა გიორგიმ ვინმესგან ან სადმე შეიძინა ციანიდი, ბრალდების დოკუმენტში წერია, რომ ციანიდი გაურკვეველ ვითარებაში შეიძინეს, სულ ვკითხულობდი, არსებობდა თუ არა ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა. როცა ჩვენ საქმე გადმოგვცეს, არსად მსგავსი ვიდეო მასალა არ იყო“ , – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

გაზიარება