„ეს ვაიბერ მიმოწერა არის საზოგადოებისთვის მორიგი თვალის ახვევა. მეუფე პეტრე არც ერთ ჩანაწერში არ ფიგურირებს, ამიტომ მის წინააღმდეგ ვერანაირი საქმე ვერ შეიკერება“. „ციანიდის საქმის“ დეტალებზე, პროკურატურის მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ „ტვ პირველზე“, გადაცემა „რეაქციას“ ეთერში ისაუბრა.

„საზოგადოებამ მინდა კარგად იცოდეს, რომ საქმე არის ჩაბეტონებული, ძალიან მყარი და ეს საქმე სასამართლომდე მივა. თუ არ მივა, ამისთვის მე ვიბრძოლებ. იმედი მაქვს, გამოვლინდება ვინც იდგა გიორგი მამალაძის უკან. ვიდეოჩანაწერებში საუბარია მკვლელობის მომზადების პროცესზე.

მე არ ვარ პროკურატურის ტიპური მოწმე. ასეთი მოწმეები დადიან ჩადრებით და მე  ჩვეულებრივად გადავადგილდები.ჩვენზე არ არის დამოკიდებული პროკურატურის დღის წესრიგი. მე, როგორც განმცხადებელმა, პროკურატურას მივუთითე, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა. პირველ რიგში დავინახე საფრთხე და ამიტომ გამოვცხადდი პროკურატურაში. ციანიდი, რომელზეც არის ჩანაწერში საუბარი, მამა გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა გერმანიაში წასვლამდე. არ გამოვრიცხავ, რომ პროცესი მეუფე დიმიტრის გვერდის ავლით მიმდინარეობდა და ის შესაძლოა დეტალებზე არ ყოფილიყო ინფორმირებული.

მე ირიბად თუ პირდაპირ დანაშაულის მონაწილე ვხდებოდი და სხვა გამოსავალი არ მქონდა. მოვიქეცი ისე, როგორც კეთილსინდისიერი მოქალაქე. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან ფარულ ვიდეომასალებში. არც უარვყოფ და არც ვადასტურებ, რომ მათ შორის არის სოსო ოხანაშვილი. პროკურატურის მიერ გასაჯაროვებული მასალებით საზოგადოება კვლავ  დიდ შოკს მიიღებს,“–განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 87 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*