10 თებერვლიდან საქართველოში “დავინჩის” პერსონალური 3D პრინტერების გაყიდვა დაიწყო. 3D პრინტერის საშუალებით შეიძლება მარტივად დამზადდეს ნებისმიერი ფორმის ნივთი. მაგ: სათამაშო, საყოფაცხოვრებო ნივთი, საკანცელარიო ინვენტარი, მობილურის აქსესუარი, სუვენირი და სხვ. „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა „XYZ printing“ კომპანიის ხელმძღვანელი ზვიად ღურწკაია.

ოდის შემოვიდა პერსონალური  3D პრინტერები საქართველოში?

არსებობს პერსონალური 3D  პრინტერები და საწარმო 3D პრინტერები. საწარმოს  3D პრინტერები, საქართველოში არსებობს რადენიმე წელია, თუმცა რაც შეეხება პერსონალურ 3D პრინტერებს ეს ახალია ქართულ ბაზარზე. 10 თებერვლიდან ჩვენმა კომპანიამ  დაიწყო პეროსნალური  3D პრინტერების შემოტანა.

რითია გამორჩეული „XYZPrinting“-ის 3D პრინტერები?

ამერიკული კომპანია XYZPrinting, რომელიც აწარმოებს daVinchi-ს 3D პრინტერებს 3D პრინტერების ბაზარზე მსოფლიო ლიდერია. ის წარმოადგენს Microsoft-ის პარტნიორს 3D ბეჭდვის სფეროში. da Vinci-ს პრინტერები ერთადერთი 3D პრინტერებია, რომლის მხარდაჭერაც აქვს Microsoft Windows 10-ის აპლიკაციას 3D Builder (შედის Windows 10-ის პაკეტში). მხოლოდ da Vinci-ს პრინტერებზეა შესაძლებელი 3D Builder-ის აპლიკაციაში შექმნილი 3D მოდელების პირდაპირი ბეჭდვა. daVinci-ს პრინტერები გამოირჩევა მაღალი ხარისხით და ფართო ასორტიმენტით სხვადასხვა ასაკის ადამიანებისათვის და სხვადასხვა მიზნებისათვის. აქვს დიდი მხარდაჭერა 3D დიზაინის მზა მოდელების და სასკოლო-სასწავლო პროგრამების სახით.

ვის შეუძლია  3D პრინტერის გამოყენება?

3D პრინერზე მუშაობა შეუძლია ყველას ვისაც სურს 3D მოდელების შექმნა სკოლის სახლის ან ოფისის პირობებში. da Vinci- სერიაში არის პრინტერებიდამწყებდათვის” (სასკოლო ასაკი), “პლიუსი” (მათთვის ვისაც სურს უფრო მაღალი დონის ობიექტების შექმნა) დაპროფესიონალი” (მათთვის ვისაც აქვს 3D ბეჭდვის გარკვეული გამოცდილება და სურს გამოიყენოს ის საწარმოოსამეცნიერო მიზნით.

რა მასალის ნივთების დამზადებაა შესაძლებელი 3D პრინტერების საშუალებით?

დავინჩის 3D პრინტერები პლასტმასზე მუშაობენ, ანუ მისგან დამზადებული ნაკეთობები  იქნება პლასტმასის. რაც შეეხება საბავშვო პრინტერებს, არის ეკოლოგიურად სუფთა. საბავშვო 3D პრინტერების მასალა მზადდება სიმინდის სახამებლისგან. სკოლამდელი ასაკის ბავშვმა შემთხვევით პირში რომ  ჩაიდოს ეს მასალა, მათთვის უვნებელი რომ იყოს. არ რის ტოქსიკური, მაღალ ტემპერატურაზეც არ ცხელდება დაფა. აბსოლუტურად უსაფრთხოა. 3D პრინტერები ბეჭდავენ ერთი ფერის ობიექტებს.შემდეგ ხდება ობიექტის შეღებვა. მაგრამ არის პრინტერები, რომლებსაც შეუძლია ობიექტის დაბეჭდვა ორი ფერით ერთდროულად.

რისი შექმნა შეუძლიათ ბავშვებს 3D პრინტერებისგან?

ბავშვებს შეუძლიათ შექმნან სათამაშოები. 3D პრინტერებს მოჰყვება 5000-მდე  მზა მოდელი, და შეუძლიათ ამ მოდელებისგან შექმნან სათამაშოები,საყოფაცხოვრებო თუ  საკანცელარიო ნივთები, ხელოვნების  ნივთები, სუვენირები და ასე შემდეგ.  დავინჩის პერსონალურ 3D პრინტერებს აქვს სასწავლო პროგრამები, რომლებიც შესაძლოა გამოიყენენ ბაღებმა და სკოლებმა სასწავლებლად.

 რა უნდა ვიცოდეთ 3D პრინტერზე მუშაობისას?

3D პრინტერზე ბეჭდვა არ მოითხოვს კომპიუტერთან მუშაობის ზედმიწევნით კარგად ცოდნას. ობიექტების ბეჭდვა ჩვენი ბაზიდან შესაძლებელია ღილაკის ერთი დაჭერით. მაგრამ თუ გვსურს დავბეჭდოთ ჩვენ მიერ შექმნილი ობიექტები, ანუ ჩვენ თვითონ შევქმნათ კომპიუტერული 3D მოდელები, ამისათვის საჭიროა 3D დიზაინის რომელიმე პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლა.

როგორია ფასები და რადენად შესაძლებელია მისი შეძენა?

ტრიდე პრინტერები ფაქტობრივად კომპიუტერია, შესაბამისად მისი ფასიც ვერ იქნება დაბალი. საწყისი, საბავშო პრინტერების ფასი  არის 998 ლარი და პროფესიონალი პრინტერების ფასი არის 2700-2900 ლარამდე.

სად შეიძლება მისი შეძენა?

ჯერჯერობით „თბილისი მოლში“ გვაქვს გამოფენა, სადაც შესაძლებელია ყიდვა და დათვალიერება. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ინტერნეტ მაღაზია, სადაც  ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, შემოვიდეს და შეიძლინოს მისთვის სასურველი 3D პრინტერი.

მარიამ ლეკიაშვილი

(Visited 173 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*