ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დიზაინსა და პროექტირებაზე სამუშაოდ საქართველოში წამყვანი საერთაშორისო კომპანიის, „მოფატ ენდ ნიკოლის“ (Moffatt & Nichol) წარმომადგნლები ჩამოვიდნენ.  ექსპერტები შეხვედრებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, საქართველოს რკინიგზის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან მართავენ.

სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავს ანაკლიის პორტის სახმელეთო ნაწილის დიზაინის დამუშავებას, რომლის შესაბამისად მუშავდება პორტთან მიმავალი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება და დაპროექტებაც.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინასწარი დიზაინი „ანაკლიის განვითარების  კონსორციუმმა“ საქართველოს მთავრობას 2017 წლის ივნისში უნდა წარუდგინოს. პორტის დიზაინის პროექტირებაზე კიდევ ორი საერთაშორისო კომპანია – „ვან ოორდი“ (Van Oord) და „როიალ ჰასკონინგი“ (Royal HaskoningDHV) მუშაობს, რომლებიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ერთად პორტის საზღვაო ნაწილის დიზაინს ადგენენ.

„მოფატ ენდ ნიკოლი“ საერთაშორისო ინფრასტრუქტურული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საზღვაო ტერმინალების, ტრანსპორტის, გარემოსა და საქალაქო დაგეგმარების პროექტებშია ჩართული.

(Visited 16 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*