საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და კოსტა რიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში გაიმართა.

მიხეილ ჯანელიძემ და მანუელ გონზალეს სანზიმ მიმოიხილეს როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში ორი ქვეყნის თანამშრომლობა და გამოთქვეს დაინტერესება ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს, არსებულ საინვესტიციო გარემოს და იმ ახალ შესაძლებლობებს რაც საფუძველს ქმნის ქვეყნებს შორის სავაჭრო და ბიზნეს კავშირების განსავითარებლად.

კოსტა რიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა დაინტერესება მიმდინარე წელს ეწვიოს საქართველოს და ადგილზე გაეცნოს ქვეყნის წარმატებას მრავალი მიმართულებით. მინისტრებმა განიხილეს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში  საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის შესაძლებლობა.

შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ბოლო განვითარებებს, კოსტა რიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დაინტერესდა რეგიონში შექმნილი ვითარებით. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგას ასევე ინფორმაცია მიწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების შესახებ.

(Visited 28 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*