ვისაც მოგწონთ ფერადი, ნაქსოვი, ფაფუკი ნივთები „გულთათმანი“ სწორედ თქვენთვისაა. ფაფუკი, ნაქსოვი ნივთები სულ რაღაც თვე-ნახევარია რაც გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და საკმაოდ დიდი გამოხმაურება და პოპულარობა მოჰყვა. „გულთათმანების“ დამფუძნებენ მარიამ მორჩილაძეა. „თბილისი თაიმსი“ გაგაცნობთ თუ როგორ აქცია მან იდეა წარმატებულ ბიზნესად.

მოგვიყევით თქვენზე, როდის გაგიჩნდათ იდეა,  როდის დაარსდა „გულთათმანი“?

საჩუქრის არჩევა დამეთანხმებით, ყველასთვის დიდი თავსატეხია. გინდა რომ საჩუქარი იყოს, განსხვავებული, ორიგინალური და ყველასგან გამორჩეული. მეგობრის დაბადების დღისთვის ბევრი ვიფიქრე თუ რა მეჩუქებინა და ბოლოს  გადავწყვიტე,  თავად მომექსოვა ფერადი  თათმანები. ჩემი პირველი ნამუშევარი და ამავე დროს საჩუქარი ყველას ძალიან მოეწონა, შემდეგ მეგობრებისთვის ვაკეთებდი და ბოლოს გადავწყვიტე ბიზნესად მექცია ეს წამოწყება და ფართო აუდიტორიისთვისაც გამეცნო. საკმაოდ დიდ მოწეონება და გამოხმაურება მოჰყვა ჩემს თათმანებს.

საიდან გაჩნდა ბრენდის სახელი „გულთათმანი“?

იმისთვის, რომ განსხვავებული ყოფილიყო, გადავწყვიტე გამეკეთებინა ფერადი გულები.  მეგობარს ხელს დაუქნევ და გამოჩნდება გულები. რადგან ჩემი ბრენდისთვის გულები ავირჩიე, ამიტომ ბრენდის სახელი „გულთათმანიც“ თავისით გაჩნდა.  თათმანი ბევრია, გულთათმანი მხოლოდ ერთი. ყველას შეუძლია მისი ტარება, ფერადი, პოზიტიური ადამიანებისთვის, ვისაც მოსწონს ხალისი ფერები.

გარდა თათმანებისა, კიდევ რას ამზადებთ?

კიდევ გვაქვს ფერადი ქუდები.  თუმცა იმისთვის რომ ხაზი არ გაწყდეს,  ზაფხულში ვგეგმავთ ახალი პროდუქციის შექმნას, რომელიც ასევე საინტერესო სიახლე იქნება მომხმარებლისთვის.

რა მასალისგან აკეთებთ თქვენს ნამუშერებს?

ვქსოვ სხვადასხვა ხარისხის ძაფებისგან.ზოგიერთი თათმანი შერეულია. ვქსოვ ბამბისგან, ფაფუკი და რბილი ძაფებისგან. მთავარია იყოს ფაფუკი,ფერადი,  ჭრელი და თვალში მოსახვედრი.

 როგორია ფასები  და რამდენად  კონკურენტუნარიანია „გულთათმანი“ ბაზარზე?

ფასები არის ძალიან ხელმისაწვდომი. თათმანები ღირს 25 ლარი, ხოლო ქუდები 30 ლარი. ვფიქრობ, საჩუქრად საკმაოდ კარგი და  ხელმისაწვდომია.ამ დროის მანძილზე საკმაოდ  დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს ნაკეთობებს. ხშირად გვირეკავენ, გვწერენ. სულ რამდენიმე თვეა ვარსებობთ და ამ დროის მანძილზე უამრავი შეკვეთა მივიღეთ.

სად შეიძლება მისი შეძენა?

ჯერჯერობოთ მხოლოდ  ჩვენი გვერდიდან ხდება მისი გამოწერა და შეძენა. თუმცა უახლოეს მომავალში მაღაზიებშიც გამოჩნდება ჩვენი ნამუშევრები.

სამომავლო გეგმები?

არ  მინდა, რომ სეზონური წყვეტა იყოს, ამიტომ მოვიფიქრეთ რომ ზაფხულში იყოს რაიმე ისეთი სეზონური ხელით ნაკეთი ნივთები, რომელიც სიახლე იქნება საგაზაფხულო პერიოდში. აუცილებლად  იქნება რაიმე ისეთი დეტალი, რომელიც ჩვენს ბრენდს სახეს შეუნარჩუნებს. ასევე ვაპირებ, რომ უახლოეს მომავალში, ჩვენი ხელთნაკეთი ნივთები შევიტანოთ მაღაზიებში. ვგეგმავ მონაწილეობა მივიღოთ სხვადსხვა პროექტში და გავზადოთ ჩვენი წარმოება.

მარიამ ლეკიაშვილი

 

 

(Visited 176 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*