იაპონია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 9 აპრილს დაგეგმილ ე.წ. „რეფერენდუმთან“ დაკავშირებით, რომლითაც იგეგმება საქართველოსცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის სახელის შეცვლა, ასევე აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. გადასასვლელი პუნქტებისდახურვასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვნად არღვევს ადამიანის უფლებებს, – აღნიშნულია საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერგავრცელებულ განცხადებაში.

იაპონური მხარე კიდევ ერთხელ აფიქსირებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერი მცდელობისდაუშვებლობას.

„იაპონიის მტკიცე პოზიციაა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა,საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისშესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ქვეყნისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, – ნათქვამიაგანცხადებაში, რომელიც საელჩომ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გაავრცელა.

(Visited 44 times, 1 visits today)

კომენტარები