მოხეს საჯარო სკოლაში, თეონა ბერიძის მიმართ დისკრიმინაციისა და მისი უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტი არ დადგინდა,” – ინფორმაციას ამის შესახებ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი – TDI-ს წარმომადგენელი ეკა ჭითანავა საკუათარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს, რომელსაც „თბილისი თაიმსი“  უცვლელად გთავაზობთ:

„TDI-თვის 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, მოხეს საჯარო სკოლაში, თეონა ბერიძის მიმართ დისკრიმინაციისა და მისი უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტი არ დადგინდა!

სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ 17-19 იანვარს, სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოკითხეს სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, და მოსმენილი განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დაასკვნეს, რომ მე-12 კლასელი თეონა ბერიძისთვის თავსაფრის მოხსნა არავის მოუთხოვია.

ამის საპირისპიროდ, ჩვენთან ინტერვიუში, მასწავლებელმა ნათელა ნარიმანიშვილმა აღნიშნა, რომ დირექტორმა, ნათია რეხვიაშვილმა მას დაავალა ბერიძისთვის ეთქვა, აღარ ეტარებინა თავსაფარი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი გოგონა წინააღმდეგი იქნებოდა, მასთან მიეყვანა. 2016 წლის 22 დეკემბერს, ნარიმანიშვილი ესწრებოდა საუბარს, როცა დირექტორმა თეონა ბერიძეს თავსაფრის ტარებაზე უარის თქმა მოსთხოვა. ნარიმანიშვილმა ასევე დაადასტურა დირექტორის მითითება, თითქოს თავსაფრის ტარება აკრძალულია სკოლის შინაგანაწესით.

ნათელია, რომ სამინისტროს კომენტარი წინააღმდეგობაში მოდის მთელ რიგ განცხადებებსა და განმარტებებთან, რომლებიც ჩვენ მოვიპოვეთ, მათ შორის, დირექტორსა და ბერიძეს შორის საუბრის ერთადერთი მოწმის ნათქვამთან.

TDI-წინა კვირას სამინისტროსგან ოფიციალურად გამოითხოვა დასკვნა, და როგორც კი წერილობით დოკუმენტს მივიღებთ, მოვახდენთ ამ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას.

ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ სამინისტრო ისევ არ რეაგირებს ადეკვატურად საჯარო სკოლებში დისკრიმინაციის კუთხით არსებულ სისტემურ პრობლემებსა და მოსწავლეების უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტებზე, “- აღნიშნავს თეა ჭითანავა.

აღნიშნულ ფაქტს უსამართლობასა და უპასუხისმგებლოს  უწოდებს „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე, რომელიც ასევე გამოეხმაურა ტოლერატობის ცენტრის განცხადებას:

ესაა უსამართლობა და ამჯერად, ვფიქრობ არა მხოლოდ მოხეს სკოლის მოსწავლის დისკრიმინაციის ფაქტი გვაქვს სახეზე, არამედ ეს არის საქართველოში მცხოვრები არა მარტო მუსლიმების მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია, არამედ საქართველოში მცხოვრები ყველა უმცირესობის მიმართ განხორციელებული უპასუხისმგებლო ქმედება. არამგონია ხელისუფლების ასეთმა უკუღმართმა ქცევებმა ქვეყანა დემოკრატიულ განვითარების გზაზე კარგ შედეგამდე მიიყვანოს.“

მოხეს სკოლაში მომხდარ ფაქტზე განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის დასკვნაზე შესაბამის რეაგირებას გეგმავს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრი.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება რამდენიმე თვის  წინ მოხეს სკოლაში მომხდარ ფაქტს, როდესაც სკოლის მოსწავლემ თეონა ბერიძემ განაცხადა, რომ  დირექტორმა  ნათია რეხვიაშვილმა სკოლაში მიღების წინაპირობად თავსაფრის მოხდა მოსთხოვა. დამატეით შეგიძლიათ იხილოთ სტატია – http://www.ttimes.ge/archives/74866

სოფიკო ნინიკაშვილი

(Visited 72 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*