სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით,  საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში, კახა კახიშვილი ხვალ ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიონ იაგლანდთან, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) გენერალურ მდივანთან იერუნ სხოკენბრუკთან. გარდა ამისა, მინისტრი ევროპის საბჭოს დანაშაულის წინააღმდეგ მოქმედებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის დირექტორატის ხელმძღვანელს ჟან კლისენს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ნილს მუიჟნიეკს შეხვდება. კახა კახიშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანსა და წარმომადგენლებს საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში გატარებულ რეფორმებზე მიაწვდის ინფორმაციას და სამომავლო გეგმებს გააცნობს.

სტრასბურგში ვიზიტის მიზანია ევროსაბჭოს ინსტიტუტებთან ურთიერთობების განვითარება  და საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების  სამოქმედო გეგმის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება. ევროპული სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროს რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. შესაბამისად, რეფორმების განხორციელებისა და სიახლეების დანერგვის პროცესში, სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილებისა და რეკომენდაცების გაზიარებას.

(Visited 41 times, 1 visits today)

კომენტარები