„ყველაფერი ხდებოდა უკანონოდ ჩემს წინააღმდეგ და ერთ–ერთი მონაწილე იყო გვარამია. არ ვაპირებ იმავეს გამეორებას სახელმწიფოს დახმარებით, თუმცა მიმაჩნია, რომ სახელმწიფო ვალდებულია კანონიერი მფლობელობა თვითონ აღასრულოს“. ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„ამას მაშინ შევასრულებთ,როდესაც ყველა დამშვიდდება. ხალხი ამას შეეჩვევა, თანამშრომლები მიიღებენ გადაწყვეტილებას იმისთვის,რომ „რუსთავი 2“ იყოს ლიდერი კომპანია ბაზარზე.
ვიღებ მოლოცვას, რადგან სიმართლისთვის ხანგრძლივი ბრძოლა წარმატებით დასრულდა. ვხედავ,რომ პროტესტი არის ორგანიზებული, ეს არ არის მხოლოდ თანამშრომლების და კოლექტივის აზრი, ეს თავსმოხვეულია მათი ლიდერის, სააკაშვილის მხრიდან. ცოტა ხანში ყველაფერი დამთავრდება და მშვიდობიანად ჩაივლის. მე თბილისში ვარ დაახლოებით ყოველ მეორე კვირას. ახლა დაგეგმილი მქონდა ჩამოსვლა,ამიტომ საგანგებოდ არ ჩამოვსულვარ.
როდესაც აღსრულება ხდებოდა 2009 წელს, გაცილებით მეტი თანამშრომელი დარჩა უმუშევარი მაშინ. ჯერ ქონება დაიტაცეს და ერთი თვის შემდეგ მოიტანეს სასამართლოს გადაწყვეტილება. მე მიმაჩნია,რომ იმაზე ნაკლები დავიბრუნე, ვიდრე მეკუთნოდა. 2006 წლის ანგარიშით „რუსთავი 2“–მა ყველაზე მეტი მოიგო, ვიდრე მას შემდეგ,“ – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
მანანა ღოღობერიძე