„გაცილებით ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ისეთი ტიპის გადაწყვეტილებებს რა რისკის წინაშეც დღეს ვართ. ევროპამ საქართველო კიდევ ერთხელ აღიარა უმნიშვნელოვანეს პარტნიორად ისევ „რუსთავი 2“-ის დამსახურებით. ახლოს ვართ წითელ ხაზთან, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ევროპულ არჩევანს“. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ეთერში ისაუბრა.

„გადაწყვეტილება ნამდვილად უპრეცედენტოა. ევროსასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა ის, თუ რას ნიშნავს რეალურად ევროპისთვის საქართველო. რამდენად უფრთხილდება ევროპა საქართველოში დემოკრატიას, რამდენად უფრთხილდება ევროპა საქართველოს სახელმწიფოებრიობას და რამდენად უფრთხილდება ქართველი ხალხის არჩევანს, ვიყოთ ერთად ევროპაში.  ახლა მნიშვნელოვანია, საქართველომ დაიჯეროს, რამდენად მნიშვნელოვანი პარტნიორია ის ევროპისთვის.

პრაქტიკულად ევროპულ სასამართლოში მიიღეს ის გადაწყვეტილება, რასაც პრეზიდენტი მოითხოვდა.  მიიღეს უპრეცედენტო პრეცედენტი და კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ. გაცილებით გონივრული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ.როდესაც შენი პარტნიორები ამხელა მნიშვნელობას განიჭებენ, რას აკეთებ შენ ამ დროს?, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 35 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*