„უზენაეს სასამართლოს მსგავსი საქმე წარმოებაში უკვე ჰქონია და მან მიიღო აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილება. თუმცა, საქმის შემადგენლობა იყო იგივე. ეს შემთხვევა ცუდი პრეცედენტი იქნება საკუთრების უფლებისთვის, კონკრეტული დავით არ შემოიფარგლება“.ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებთან“ ინტერვიუსას ისაუბრა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო“ მთლიანად აკვირდება მთელ სასამართლო პროცესს ყველა ინსტანციაში. ჩვენმა ორგანიზაციამ თავიდან ბოლომდე შეისწავლა ეს საქმე და მასალებიც გვაქვს გამოქვეყნებული. მფლობელების ისტორიის მთელ ამ ჯაჭვში ყველაზე საეჭვო ქიბარ ხალვაშისთვის წილების გადაცემაა,ხშირ შემთხვევაში ის ადამიანები, რომლებსაც გადაეცემოდათ წილები დაკავშირებულები იყვნენ მმართველ პარტიასთან. თუ სასამართლოს პროცესს სამართლებრივად ვუყურებთ, მნიშვნელოვანია დოკუმენტები. წინა ინსტანციის სასამართლოებში ზოგიერთი დებულება საერთოდ ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციასაც. პარალელურად მიმდინარეობდა ზეწოლა ურთმელიძეზე.
ამ გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ყველა ის მესაკუთრე, რომელიც არ არის პირველი და არის მეათე, რისკის ქვეშ დადგეს იმიტომ, რომ პირველმა, მეორემ ან მესამე მესაკუთრემ შესაძლოა იმსჯელოს იმაზე, რომ მის მიერ ქონების გაყიდვა არ იყო ხელსაყრელი და მოითხოვოს წილების ანაზღარურება. რიგით მოქალაქეს შეუძლია სამართალი იპოვოს, მაგრამ სენსიტიურ საქმეებთან დაკავშირებით, სერიოზული პრობლემები გვაქვსს,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.
მანანა ღოღობერიძე