„აღსრულება რამდენიმე დღით იმიტომ შეაჩერეს, რომ სასამართლო ჩვენი მხარის ინტერესსაც ითვალისწინებს. იგულისხმება ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც არის გამოტანილი გადაწყვეტილება ეროვნულ დონეზე. ეს არ არის ჩემი ვარაუდი, ეს არის ლოგიკა“. ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ, „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „შაბათის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„ჩვენ ველოდებით 8 მარტს, რომ სტრასბურგის სასამართლომ აღასრულოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გვინახავს, ამიტომ ჯერ ვერ ვისაუბრებთ მის სულისკვეთებაზე. იმ წერილში რაც ვნახე, არის მიმართვა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ არ განახორციელოს რამე ისეთი ღონისძიება, რომელიც ხელს შეუშლის არხის ფუნქციონირებას, ასევე ჯერ არ უნდა მოხდეს საკუთრების გადაფორმება ქიბარ ხალვაშის სახელზე.
ორივე მხარე ერთნაირად უნდა დაველოდოთ 8 მარტს. ვფიქრობთ,რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანია იმ ზეწოლის ფონზე, რომელიც არხის მენეჯმენტის მხრიდან მიმდინარეობდა. სასამართლო შესაძლოა გავლენის ქვეშ მოქცეულიყო. თუმცა, არ გვინახავს დასაბუთება და ნაადრევია ამაზე საუბარი,“– განაცხადა პაატა სალიამ.
მანანა ღოღობერიძე