„წარმატება არა მხოლოდ ტელეპროდუქტზე, ფინანსების სწორ მართვაზეა დამოკიდებული. ხარჯები არის გაზრდილი ხელოვნურად, თანამშრომლებს აქვთ ზედმეტი ვალდებულებები, იმაზე მეტი თანამშრომელია ვიდრე სჭირდებათ“. ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ეთერში ისაუბრა.

„დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგში ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდება და ლეგიტიმაცია მიეცემა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმედიანად ვარ განწყობილი. იმედია პროტესტის გამოხატვისას კანონის ფარგლებს არ გასცდებიან, მათ არ აქვთ უფლება, რომ შენობაში მეპატრონე არ დაუშვან. მე ვიბრძვი ყველაფრისთვის, რაც მეკუთვნის კანონის ფარგლებში. მხოლოდ „რუსთავი 2“–ის გამო არ ვიბრძვი. უბრალოდ ეს ჩანს რადგან ყველაზე გახმაურებული საქმეა.

სახელმწიფოს არ შეუძლია ამ ზარალის ანაზღაურება. 8 მილიარდამდე არის ასეთი ქონება, რომელიც წინა მთავრობამ აზარალა ბიზნესს. ტელევიზია უნდა იყო მომგებიანი და თუ არ არის მომგებიანი, მაშინ სახელმწიფომ ან ბიზნეს ჯგუფებმა უნდა დააფინანსოს თავისი ინტერესების დასაცავად, რაც უნდა მოიშალოს ამ ქვეყანაში.

რუსთავი ორის მენეჯმენტის საუბარი ჩემთვის არ არის ღირებული, როდესაც ისინი ლაპარაკობენ, ვიცი რომ მიშა მელაპარაკება. ყველაფერი აგებულია ტყუილზე და გამორჩენაზე. ჩარევა იყო მინიმალური, თუმცა ესეც იყო შეცდომა და მე მას გამოვასწორებ. ასევე გირგვლიანის თემის გაშუქება იყო შეცდომა, ამ თემამ შეიწირა ჩემი და მენეჯმენტის ურთიერთობა,“ – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 146 times, 1 visits today)

კომენტარები