20 თებერვალი სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღეა. ამ დღეს კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს იმას, რომ მსოფლიოში ყველას აქვს  უფლება ჰქონდეს რესურსებსა და შესაძლებლობებზე თანაბარი წვდომა. პრიორიტეტულია მოწოდებები სიღარიბის დამარცხებისა  და  ღირსეული სამუშაო პირობების შექმნის შესახებ.

დღესდღეობით, ხშირად ვაწყდებით სოციალურ უსამართლობას მოქალაქეობრიობის, რელიგიური, რასობრივი, გენდერული, სექსუალური თუ სოციო-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ჟურნალისტი და მკვლევარი ლიზა ვენტურა სოციალური სამართლიანობს მსოფლიო დღეს ეხმიანება და დავოსის ეკონომიკური ფორუმის დღის წესრიგზე დაყრდნობით გვთავაზობს, ძლიერი სახელმწიფოების შექმნის სამ მნიშვნელოვან წინაპირობას განვითარებადი ქვეყნებისთვის. მკითხველისთვის მალე გახდება ცნობილი, რომ  სამივე გზა  სახელმწიფოების მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვაზე და მათ მხარდაჭერაზე გადის.

პირველი წინაპირობა გახლავთ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა. შეიძლება, ეს წინაპირობა ამ ფორმულირებით მკითხველისთვის სიახლეს არ წარმოადგენს და პოპულისტურიც ეჩვენოს, თუმცა მის მიღმა მნიშვნელოვანი და კომპლექსური პრობლემები დგას. „გენდერული თანასწორობა – სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების შემადგენელი ნაწილია,“ –  ნათქვამია გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელის განცხადებაში.

გოგონათა ქორწინება წარმოადგენს სერიოზული პრობლემას განვითარებად ქვეყანებში. ეს ფაქტი დისკრინიმაციულია და  ერთდროულად არღვევს ბავშვთა და ქალთა ჯანმრთელობის, სწავლისა და  თანასწორობის უფლებებს. ამ პრობლემის წინააღმდეგ მსოფლიოს ყველა კუთხეში იბრძვიან, გასულ კვირას, მალავიში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის შედეგად, ამ ფაქტთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა. ამ ცვლილების შედეგად, მალაველ გოგოებს ექნებათ დიდი შანსი,რომ მიიღონ განათლება, იცხოვრონ თავისუფლად ძალადობისა და ექსპლუატაციის გარეშე, ჰქონდეთ უსაფრთხო მომავალი. თუ სახელმწიფოები მსგავს საკანონმდებლო ცვლილებებს არ განახორციელებენ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბოლო კვლევის თანახმად, 2020 წლისთვის 140 მილიონი ბავშვი გახდება პატარძალი.

როიტერსის ფოტო: ბავშვი-პატარძლები ღაზას სექტორი

მეორე ასეთი წინაპირობა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მიჩნეულია სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების დაცვა და ადვოკატირება.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლება წარმოადგენს, ადამიანის ერთ-ერთ უფლებას. იგი არ არის აბსოლუტური უფლება, თუმცა საჭიროებს სახელმწიფოების მიერ სათანადო რეგულირებას.

კვლევების თანახმად, მსოფლიოში 4 მილიარდ ადამიანს არ აქვს წვდომა სასამართლოზე. ხშირად, ადამიანები ძალადობისა და დისკრინიმაციის მსხვერპლი ისე ხდებიან, რომ მათ  წარმოდგენაც არ აქვთ, რომ ირღვევა პირველ რიგში, მათი უფლებები და მეორე, შეუძლიათ ამ უფლებების დარღვევისთვის სასამართლოს მიმართონ.

ამდენად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეებში ამ უფლების ადვოკატირება, მეორე – უნდა გახადოს ხელმისაწვდომი და უფასო, რათა მოქალაქეებმა ისარგებლონ ამ უფლებით და მესამე უნდა გაუწიონ სახელმწიფოებმა პროცესს სათანადო რეგულირება.

მესამე წინაპირობად დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უმცირესობების უფლებების დაცვა და მხარდაჭერა დასახელდა.

ნათია კეკენაძე

 

(Visited 55 times, 1 visits today)

კომენტარები