ახლო აღმოსავლეთში და აზიის ნაწილში ქალთა ჩაგვრისა და გენდერული დისკრინიმაციის ფაქტების არსებობის შესახებ ბევრი იწერება.
რელიგიური, სახელმწიფო წყობის, ტრადიციებისა თუ წეს-ჩვეულებების მიზეზებით მილიონობით ქალის ხმა იკარგება. მათ არ აქვთ უფლება,რომ მიიღონ განათლება, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე მუდმივად საფრთხის ქვეშაა, მნიშვნელოვანია ისიც,რომ ქალებს არ ეძლევათ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის საშუალება.
დასავლეთში პოპულარულია ჰიპოთეზა,რომლის თანახმადაც, ექსტრემიზმისა და ძალადობის მიზეზი მუსლიმურ ქვეყნებში არა ისლამური მოძღვრება, არამედ შრომით ბაზარზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის ნაკლებობაა.
თუმცა უნდა ითქვას,რომ პოსტკოლონიალურ აზიაში ქალთა როლი პოლიტიკაში თანდათან იზრდება. ქალი პოლიტიკური ლიდერების პოლიტიკური გზა მეტიწილი აზიასა და აღმოსავლეთის ქვეყნებში ერთია. მათი გზა საპროტესტო აქციებიდან დაიწყო, აქტივისტობიდან – პოლიტიკურ ლიდერობამდე .
რელიგია აზიაში ქალების პოლიტიკურად გააქტიურების,როგორც ხელის შემშლელი,ისე წამახალისებელი ფაქტორია. მაგალითად, სამხრეთ აზიაში, ინდუიზმი, ბუდიზმი და ისლამი სახავენ ძლიერი ქალის პორტრეტებს, მუსულმანურ სახელმწიფოებში კი ასეთი ლიდერები და პროტესტის შემთხვევებიც ძალიან ცოტაა, ან თითქმის არ არსებობს. ბუდისტურ საზოგადოებაში კი ქალი, როგორც ლიდერი, აღარ იწვევს გაკვირვებას.
ქვემოთ იხილავთ ქალთა პროტესტის ამსახველ ფოტოებს აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.
ინდოეთი, 2013 წელი, პროტესტი დელის მინისტრის წინააღმდეგ. აქტივისტი მაჰილა მორჩა.
პაკისტანი, 2010 წელი, ქალი აქტივისტები ხელისუფლების წინააღმდეგ თავდაცვის სააგენტოების მირ საჯარო სივრცეში წარმართულ ოპერაციებს აპროტესტებენ. 2010 წლის 7 იანვარს ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ჩატარებული ოპერაციის შედეგად 48 პოლიტიკოსი დაიღუპა.
ავღანეთი,2015 წელი, აქტივისტები ქაბულის უზენაესი სასამართლოს წინააღმდეგ გამართულ აქციაზე. ისინი 27 წლის ავღანელი ქალის ჩაქოლვის ფაქტს აპროტესტებდნენ.
2010 წელი, ქაშმირელი ქალები სკანდირებენ თავისუფლების ლოზუნგებს.
2004 წელი, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი, მუსლიმი გოგონა უერთება სხვა ქალებს აქციაზე, ხელში უკავია პალესტინის ლიდერის იასერ არაფეტის ფოტო. აქტივისტები მათ საცხოვრებელ ტერიტორიასთან საომარი შეტაკებების გამართვას აპროტესტებენ.
ნათია კეკენაძე