პრობლემა „თვითონ სიტყვა ომბუდსმენი სიტუაციას უხდება. 2007 წელსაც მახსოვს,რომ დაგვეხმარნენ ამერიკელები და ევროპელები, მათ განმუხტეს სიტუაცია.“ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის შესახებ პრემიერის ინიციატივაზე, გიორგი კვირიკაშვილისა და მედიის წარმომადგენლების შეხვედრის დეტალებზე, ფონდ „ევროპული ინიციატივა-ლიბერალური აკადემია თბილისის“ ხელმძღვანელმა, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„თუ სწორად გავიგე მედიაომბუდმსენის შექმნის მთავარი მოტივია, რომ ჩვენ შიგნით გვაქვს პრობლემები და ვთხოვოთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს და მათ წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველაზე მაღალი რანგის ექსპერტებს,რომ ჩამოვიდნენ და გვითხრან რა გვჭირს ჩვენ, რა გვჭირდება, როგორ შეიძლება ეს სერიოზული პრობლემები დავძლიოთ.
ასეთი შეხვედრები ინტენსიურად უნდა იმართებოდეს. მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ასეთ შეხვედრას ყოველთვის აქვს აზრი, საშუალება გაქვს სათქმელი გახსნილად თქვა და მისი რაღაც ნაწილი ყოველთვის მიდის ადრესატამდე. თუმცა, ჯობდა მედიის საკითხებზე ადრეც შევხვედროდით. საჭირო იყო ღიად გვეთქვა ის, რასაც ვფიქრობდით. იყო კრიტიკული მოსაზრებებიც, წინადადებებიც, პრემიერიც იყო გახსნილი.
ვეთანხმები, რომ „რუსთავი 2“-ის პრობლემა არის ძალიან სერიოზული და ძალიან ღრმა, სერიოზული კრიზისის ბიძგის მიმცემი პრობლემა. მე ვურჩევდი აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ შეცვალოს პოლიტიკა, რაც მას ჰქონდა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ვინაიდან, ნებისმიერი დაკარგული საათი, წუთი თუ ისინი არ შეცვლიან გარკვეულ მიდგომებს, მუშაობს მათ წინააღმდეგ,“- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
მანანა ღოღობერიძე