„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტო ფაქტია, მას ანალოგი არ აქვს. ევროსასამართლომ ახალი სტანდარტი დაადგინა და სამწუხაროდ ეს ქართული სასამართლოს პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო მოხდა“. ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ლევან სამუშიამ „ტვ პირველზე“, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.

„ეს ნიშნავს,რომ ევროსასამართლომ ჩათვალა,რომ მოქმედება აუცილებელი იყო და სიტყვის თავისუფლებისთვის მყისიერი საფრთხე არსებობდა.

ამას სიტყვასიტყვით რეკომენდაციაში არავინ ჩაგვიწერს, თუმცა, დროებითი შეჩერების დოკუმენტში კარგად არის მითითებული,რომ ხელისუფლება მედიის სარედაქციო პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს.

მთავრობის წევრები ცდილობდნენ დაეკნინებინათ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, იუსტიციის მინისტრი აპელირებდა, რომ ერთმა მოსამართლემ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ვერ იქნება მნიშვნელოვანი. ეს გადაბრალებები სასაცილოა, მთავარი პრობლემები საგარეო იმიჯის კუთხით, საკუთარ თავში უნდა ეძებონ. ქართველი მოსამართლეობის კანდიდატების დაწუნება იყო პირველი სიგნალი საით მიდიოდა ხელისუფლება და ამაზე ევროპა თვალს არ დახუჭავდა,“-განაცხადა ლევან სამუშიამ.

მანანა როღობერიძე

(Visited 19 times, 1 visits today)

კომენტარები