„არსებულ ომბუდსმენს მედიის საკითხებიც ეხება, თუმცა, ისეთ კანდიდატებს,როგორებიც პრემიერმა მოიაზრა, გაცილებით მეტი წონა ექნება.მედიაომბუდსმენმა მედია უნდა დაიცვას ყველა შესაძლო საფრთხისგან“.  ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„საფრთხე შეიძლება მომდინარეობდეს პოლიტიკური პარტიებისგან, ხელისუფლებისგან, ცალკეული პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ჯგუფისგან. დღევანდელი მედიაგარემო გაცილებით სჯობს იმ გარემოს, რომელიც ჩვენმა ოპონენტებმა თავის დროზე შექმნეს. მაშინდელი მედიის თვისუფლება ნადვილად სამაგალითოა, ცუდი გაგებით.

ჩვენ არ ვთვლით,რო „რუსთავი 2“ არის თავისუფალი მედიის ბოლო დასაყრდენი. მედიას ნამდვილად სჭირდება დაცვა, ეს ცალსახა და აშკარაა. ეს ინსტიტუტი საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით დაეხმარება ყველას სწორი ნაბიჯების გადასადგმელად.

იდეიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ეს ინსტიტუტი მთავრობისგან დამოუკიდებელი და პოლიტიკური პარტიების ზეგავლენისგან დაცული  იყოს. მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის კონტროლის მექანიზმი არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა ჰქონდეს.

ეს გადაწყვეტილება არ არის სპონტანური, კარგად გაანალიზებული და  ჩვენი გეგმის გაგრძელებაა. მედიაომბუდსმენი იქნება კიდევ ერთი ბეჭედი,რომელიც გაამყარებს ჩვენს მიღწევებს.

ერთ-ერთ კანდიდატთან, დუნია მიატოვიჩთან კომუნიკაცია როგორც ვიცი არ ყოფილა, ეს მაგალითად მოიყვანეს თუმცა, ის პრინციპული და პროფესიონალი ადმიანია და სასურველი კანდიდატია,“-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მანანა როღობერიძე

 

(Visited 49 times, 1 visits today)

კომენტარები