ქართულ ბაზარზე ოქროს ფასების მატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საერთაშორისო ბაზარია. ლარის დევალვაციამ ძვირფასეულობის ბიზნესს სერიოზული პრობლემა შეუქმნა. მართალია, ოქროს ფასი დიდად არ შეცვლილა, მაგრამ ბაზარს მყიდველი აღარ ჰყავს.

„თბილის თაიმსი“ დაუკავშირდა სავაჭრო ცენტრ  „ოქროს ბირჟას“  საქონლის მცოდნეს ამირან მარიამიძეს. მისი თქმით, ორქოზე ფასების ცვლილების მთავარი მიზეზი ლარის კურსის ცვლილებაა.

„ოქროს ფასებზე  მოქმედებს მსოფლიო ბირჟის ფასები. ლარის კურის მიმართება დოლართან მიმართებაში საგრძნობლად აისახა ოქროს ფასზე. როდესაც ლარის კურის ასე მერყეობს და ყოველდღიურად იცვლება, ასეთივე სიხშირით იცვლება ოქროს ფასებიც. ეს კი საკმაოდ ცუდია, როგორც მყიდველისთვის, ასევე მომხმარებლისთვის. ოქროს ფასები მუდმივად იცვლება. ბოლო ერთი კვირაა, რაც ოქროს ფასმა დაიკრო ხუთი ლარით. 1 გრამი ოქრო თუ  ღირდა 60 ლარი, ახლა ღირს  55 ლარი.“

ამირან მარიამიძის თქმით, დღეს ოქროს ფასები განსხვავებულია, რადგან  ძალიან ბევრი ქვეყნიდან შემოდის ოქრო საქართველოში.

„ძალიან ბევრი ქვეყნის ოქრო შემოდის საქართველოში. შემოდის: რუსეთიდან, თურქედიან, უკრაინიდან, სომხეთიდან და ა.შ. რაც შეეხება ოქროს ფასებს დღეს ეს დამოკიდებულია თავად ოქროს ხარისხზე. გააჩნია, როგორი ხარისხის ოქროს ყიდულობენ. ფასები იწყება 55 ლარიდან. ნაკეთობის შემთხვევაში ფასები მერყეობს 55 ლარიდან  120 ლარამდე. რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხის ოქრო შედარებით ძვირია.“

ბატონი ამირანი საუბრობს, იმ მნიშვნელოვან  ფაქტორზე, რომელზეც ყველაზე მეტად ახდენს გავლენას ოქროს ფასის ცვლილება-მომხმარებელთა რაოდენობის კლებაზე. მისი თქმით, გაზრდილი ოქროს ფასის გამო, მომხმარებელი ვეღარ ახერხებს ოქროს შეძენას.

„საზოგადოების მოთხოვნილება ოქროს მიმართ ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ შემცირდა. და ეს მაჩვენებელი ყოველ მომდევნო წელს კიდევ უფრო მცირდება. ფასები მატულობს და ხალხს აღარ აქვს საკმარისი თანხა მის შეასაძენად.  მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 5 ლარით დაბალია ჩვენთან ფასები სხვა მაღაზიებთან შედარებით. ასევე ოქროს ბირჟაზე მისულ მყიდველს, შეუძლია იქვე შეამოწმოს ოქროს ხარისხი ადგილზე მყოფ ექსპერტებთან და შემდეგ შეიძინოს ოქრო. მას შემდეგ რაც დარწმუნდება, რომ ის ნამდვილად მაღალი ხარისხის ნაკეთობაა.“

ამირან მარიამიძის თქმით, ოქროზე ფასების წინასწარი პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია. რადგან ის თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია მსოფილო ბირჟის ფასებსა და ლარის კურსზე. სანამ ლარი არ დაიწყებს გამყარებას და არ დასტაბილურდება, მანამდე რთულია ვისაუბროთ ოქროს სტაბილურ ფასებზე.

დღესდღეობით ოქროს ფასის გაძვირება ყველაზე მეტად მოვაჭრეებს აწუხებთ. ისინი ოქროს მომატებულ ფასად ყიდულობენ და რამდენიმე კვირაში შესაძლებელია ოქროს ფასმა ისევ დაიკლოს. გარდა ფასების ცვლილებისა, მოვაჭრეებს ყველაზე მეტად მომხმარებლს ნაკლებობა აწუხებთ.

მანანა (45 წლის, „ოქროს ბირჟის“ გამყიდველი) – „რა თქმა უნდა, ბოლო პერიოდში ოქროზე ფასებმა საგრძნობლად მოიმატა. ლარის კურსის ცვლილებასთან ერთად მუდმივად იცვლება ოქროს ფასები. გარდა ამისა, წინა წლებთან შედარებით მომხმარებლის რაოდენობა საკმაოდ დაბალია. იმ რაოდენობის მესამედიც კი აღარ ყიდულობს დღეს ოქროს.“

შალვა (53 წლის, „ოქროს ბირჟის“ გამყიდველი)-„ოქროს ფასების მომატებამ შეამცირა მყიდველის რაოდენობა. ხშირად ხდება ისე,რომ მთელი დღის განმავლობაში ვერაფერს ვყიდით. ფაქტობრივად, მომხმარებელი არ გვყავს.“

ლია (62 წლის, „ოქროს ბირჟის“ გამყიდველი)-„ დღეს „ოროს ბირჟაზე“ მხოლოდ ისინი მოდიან, ვისაც ოქროს შეძენა საჩუქრად უნდა და რომლისთვისაც ეს აუცილებლობას წარმოადგენს. დღეს განსაკუთრებული ფუფუნების საგანი გახდა მისი შეძენა. რამდენი ხანია არ მოსულა  მომხმარებელი, ვინც საკუთარი თავისთვის ყიდულოს ოქროს. ძალიან ცუდი მდგომარეობა. ყოველთვიურად იკლებს მყიდველის რაოდენობა.“

„ოქროს ბირჟას“ ძალიან რომ უჭირს ეს ცხადია. მყიდველის ნაკლებობის გამო, მოვაჭრეთა უმეტესი მათგანი ვეღარ ახერხებს ვალის გადახდას და ახალი ნივთების შემოტანას. ექსპერტებიც და თავად მოვაჭრეებიც  თანხმდებიან იმაზე, რომ ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ოქროს ფასებზე ახდენს გავლენას- ლარის კურსია.

მარიამ ლეკიაშვილი

(Visited 85 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*