16 საათის წინ
დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
16 საათის წინ
“2012 -ზე ქვემოთ დავბრუნდით, ქართულ პოლიტიკაში გახშირებული ნაღმებია” – ვახტანგ ძაბირაძე
16 საათის წინ
საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება
16 საათის წინ
“უცნაურია, როდესაც უშიშროების საბჭოს წევრი საუბრობს საბჭოს ნულოვან ეფექტურობაზე” – დავით რაქვიაშვილი
16 საათის წინ
ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პრემიერად და ანტიკრიზისული მთავრობა შექმნას – გია ხუხაშვილი

,,ფისტა ჩვენს ოჯახში” – „საქართველოს ფისტას ასოციაციამახალი პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ფისტას ნერგებს ასოციაცია უსასყიდლოდ გასცემს. დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ  ასოციაციის წევრები გახდნენ და, საქართველოს ტერიტორიაზე დასარგავად, ფისტას 3 ნერგი მიიღონ.

,,საქართველოს ფისტის ასოციაცია” 2016 წლის მაისში დაფუძნდა. ასოციაციის მიზანია საქართველოში ფისტას კულტურის დანერგვის ხელშეწყობა და მოსახლეობისთვის მისი მრავალმხრივი უპირატესობის გაცნობა.

სტა ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკლოვანი მცენარეა. მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ხარობს და ძლევა ნაყოფს. თუმცა პერსპექტიულია აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ ადგილებში. პირველი კაკლები, ჯიშის მიხედვით 7-10 წლის ასაკში გამოაქვს სტას, სრულ მოსავლიანობას დაახლოებით 10-12 წლის ასაკში აღწევს. მოსავლიანობა ძირზე საშუალოდ 25-35 კგ შეადგენს. სტა მოსავალს 300 წლის განმავლობაში იძლევა, თუმცა არის მცენარეები, რომლებიც 500 წლის ასაკშიც იძლევიან მოსავალს.

„თბილისი თაიმსთან“ საუბრისას „ფისტას ასოციაცია“ აღნიშნავს, რომ ისინი მუდმივად ახორციელებენ მონიტორინგს და მცენარის მისაღებად აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება. სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, ასოციაცია განიხილავს და გადაწყვეტს, ვისზე გასცეს ნერგი.  პრიორიტეტი იმ რეგიონში მცხოვრებ განმცხადებლებს ენიჭებათ, სადაც ფისტას ნერგების ნაკლები რაოდენობაა დარგული

ასოციაციის აკადემიური საბჭო დააკვირდება კულტურის განვითარებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მონიტორინგი საშუალებას მოგვცემს რეალურად გავარკვიოთ, რა ტერიტორიებია ვარგისი ფისტას კულტურისათვის. პროექტი ხელს შეუწყობს ამ კულტურის გავრცელებასა და მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლებას,”– აღნიშნავენ ,,საქართველოს ფისტის ასოციაციაში”.

ფისტას ასოციაციაში თვლიან, რომ ამ პროდუქტის აღორძინება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ფისტა ერთ – ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკალია. მისი ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე დიდად აღემატება ნიგვზის, თხილისა და სხვა კაკლოვნების ღირებულებას. ფისტას სხვა კაკლოვანებთან, მათ შორის თხილთან ფარდობით, განსაკუთრებით მდგრადი ბაზარი გააჩნია.

ფისტის წარმოებამ ქვეყანას მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოგება შეიძლება მოუტანოს. გარდა ამისა, ეს კულტურა საუკეთესო ეროზიასაწინააღმდეგო მცენარეა. საქართველოში კი ამგვარი ტერიტორიები მრავლადაა. ამავდროულად ფისტას გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურაც არ სჭირდება და არც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.

მათივე ინფორმაციით, ფისტა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკალია, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნაში მზარდი მოთხოვნაა. თბილისის სხვადასხვა სუპერმარკეტებში 100-გრამიანი „ფისტაშკას“ ფასი 5.25 ლარიდან იწყება და 6.50 ლარამდეა.

„ფისტა ჩვენს ოჯახში“ სულ რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და პროექტში უკვე 4500 მეტი მსურველია დარეგისტრირებული.  როგორც „ფისტას ასოციციაში“ ამბობენ, ამ დროის მანძილზე გაცემულია 1500 ნერგი საქართველოს 70-ე მუნიციპალიტეტში და მომავალში კიდევ 10 000 ნერგის უფასოდ გადაცემა იგეგმება.

მარიამ ლეკიაშვილი

(Visited 1,286 times, 1 visits today)

კომენტარები

3 კომენტარები

  1. დავითი says:

    გამარჯობა. დიდი სურვილი მაქვს ჩემს საკარმიდამო ნაკვეთში, კერძოდ სამტრედიაში გამომეცადა ფისტას ნერგები. ძალიან გამიხარდებოდა თუ ამის საშუალება მომეცემოდა. რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ ამისთვის?

  2. lela miqiashvili says:

    gaviare registracia jer kidev sharshan. minda nergebi davrgo wknetis axaldabis teritoriaze. sad sheizleba nergebis ageba?

  3. როგორ ან სად შემიძლიანერგების მიგება?

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*