„საქმეს შეეცვალა სახელწოდება, და მას უკვე ქვია „ „რუსთავი 2“ საქართველოს წინააღმდეგ“. ჩვენი ვალდებულებაა,რომ დავიცვათ საქართველოს და ჩვენი ინსტიტუციების პრესტიჟი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება საქართველო, რადგან სიმართლე მის მხარეს არის“. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა.
„მშვიდად ვუყურებდით „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ პროცესებს, ვაცხადებდით ,რომ ეს იყო კერძო დავა და არ გვქონდა არანაირი პოლიტიკური ინტერესი. ასევე მშვიდად ვაგრძელებთ პროცესზე თვალის დევნებას, როდესაც საქმე სტრასბურგის სასამართლოში გრძელდება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „რუსთავი 2“-ის მფლობელები უპირისპირდებიან საქართველოს და დღემდე ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა საქართველო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება.
სტრასბურგის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დაირღვა თუ არა რაიმე უფლება, იყო თუ არა არასწორი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. თქვენ არასწორად თქვით შესავალ სიტყვაში, თითქოს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეებმა ერთხმად გადაწყვიტეს ის, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო არასწორი. ჩვენ მშვიდად ვუყურებთ ამ პროცესების განვითარებას,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მანანა ღოღობერიძე