„დებულებიდან უქმდება არაერთი სტრუქტურული ერთეული. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 550 ადამიანს ოპტიმიზაცია შეეხება.  არ მითქვამს, რომ მათ  სახლში გაუშვებენ, თუმცა ვთქვი,რომ ამ 550 ადამიანთან გადაიხედება არსებული შრომითი ურთიერთობა“. საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე ცვლილებების შესაძლო უარყოფით შედეგებზე, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, სულხან სალაძემ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„თავიდანვე არ ვუჭერდი მხარს შემოთავაზებულ ცვლილებას. ეს გეგმა არ განსხვავდება წინა გეგმისგან. მხოლოდ ერთი განსხვავებაა, რომ ადრე საუბრობდნენ გადაცემების დახურვას 1 მარტამდე, ამჯერად გადაცემები იქნება 17 ივლისამდე, თუმცა, დებულება უცვლელია. მთავარი კითხვაა რატომ იყო საჭირო ცვლილებები ახლა, როცა ძალაში შედის 2017 წლის 17 ივლისს.

საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს საშტატო განრიგი, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა. მენეჯმენტს მოვუწოდე,რომ ცვლილებების პროექტი გამოაქვეყნონ ვებგვერდზე. თუმცა, მათ ეს არ გაითვალისწინეს“ , – განაცხადა სულხან სალაძემ.

მანანა ღორობერიძრე

(Visited 53 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*