„2016 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება,რომ ძველი სეზონი დასრულებულიყო 17 ივლისს და ეს გეგმაც სეზონის შეჩერებას დავამთხვიეთ. დარწმუნებული ვარ ბევრი გადაცემა დაბრუნდება კონკურსის პრინციპით. ამ გეგმაში რადიკალურად ახალი არაფერი არის“. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილემ, თინათინ ბერძენიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკასთან ინტერვიუში ისაუბრა.

„რეიტინგებით ვერ შეფასდება გადაცემები,რადგან ვერავინ დათვლის პოტენციურად რა რეიტინგს მოიტანს ესა თუ ის გადაცემა. კონკურსში იხელმძღვანელებენ იმ პრინციპით და კრიტერიუმებით, რაც სამეურვეო საბჭომ შემოგვთავაზა. ნებისმიერი გადაცემა,რომელსაც აირჩევს კომისია, განთავსდება სამაუწყებლო ბადეში. მიუხედავად იმისა ე.წ სამფეროვან სიაში რომელ სივრცეში იყო განთავსებული.

პროცესი მხოლოდ ახლა დაიწყო და ის ბოლომდე  გამჭვირვალე იქნება.

რეფორმა1250 პოზიციას შეეხება. ოპტიმიზაციისას გათავისუფლებული ადამიანების ზუსტი რიცხვის დასახელება შეუძლებელია. დებულებაში შესატანი ცვლილებები არის სამუშაო პროცესი,ამიტომ ვებგვერდზე არ არის გამოქვეყნებული. სამეურვეო საბჭოს შეეძლო ამის გასაჯაროება,“ – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

მანანა როღობერიძე

 

(Visited 29 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*