ჩირლიდინგი სპორტის დამოუკიდებელი სახეობაა. ამერიკული ნაციონალური სპორტი, რომელიც უკვე ევროპის არაერთ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რამდენიმე წელია, საქართველოში თავის დამკვიდრებას ცდილობს. გარდა დედაქალაქში არსებული გუნდებისა, მას მიმდევრები ჰყავს საქართველოს 7 რეგიონში. აღნიშნული სპორტის სახეობით ამჟამად 4000 ბავშვია დაკავებული. აღნიშნულ სპორტზე სასაუბროდ „თბილისი თაიმსი“ დაუკავშირდა  ჩირლიდერთა ფედერაციის ხელმძღვანელს, ვალენტინა კუზმიდს, რომელიც დეტალურად საუბრობს როგორ ხდება აღნიშნული სპორის სახეობის პოპულარიზება, რა ხელშეწყობა აქვს მას სახელმწიფოს მხრიდან და რომელი ჩემპიონატები იგეგმება უახლოეს მომავალში. სტატიაში გაიგებთ  ვინ არიან ჩირლიდერი ბავშვები საქართველოდან.

როგორც ცნობილია, საქართველოს ჩირლიდინგის ფედერაციამ აკრედიტაცია 2013 წელს მიიღო. მაინტერესებს რამდენად გაიზარდა საქართველოში 2017 წლამდე დაინტერესება სპორტის ამ სახეობის მიმართ?

ჩირლიდინგი ამერიკელთა ნაციონალური სპორტის ერთ-ერთი სახეობაა და დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოში ამ დროისთვის ჩირლიდინგით დაკავებულია 4000 ბავშვი. ბევრ სკოლას ჰყვას მხარდამჭერთა გუნდები, ხშირად სკოლის დირექტორები მოგვმართვენ, რომ შევიდეთ და დავეხმაროთ ამ გუნდების ჩამოყალიბებაში. განსაკუთრებულ მოწონებას სპორტის ეს სახეობა გოგონების მხრიდან იმსახურებს. ჩერლიდინგი არ არის მხოლოდ პომპონები (ჩირ ფრი-სთაილ) ის გულისხმობს  ჩირ-ჰიპ-ჰოპ, ჩირ-ჯაზ, ჩირ-მოდერნი და.შ. ჩირლიდინგი თავის თვაში სპორტის სხავდასხვა სახოებას მოიცავს.

2016 წელს ჩირლიდინგის ფედერაციამ ოფიციალურად მიიღო აღიარება. ამ დროიდან ჩვენ ველით დაფინანსებას, თუმცა ჯერ არ მიგვიღია და როგორც ცნობილი გახდა, არც წელს გვექნება ბიუჯეტი. ჩვენ თუ გვექნება ცოტა უფრო მეტი მხარდაჭერა სახელმწიფოსგან, უფრო მეტს მივაღწევთ და მეტ ბავშვ ჩავრთავთ ჩირლიდინგში.

როგორი სამოქმედო გეგმა აქვს 2017 წლისათვის შესასრულებელი თქვენს ფედერაციას, რა გზით მოხდება საქართველოში ჩირლიდინგის პოპულარიზაცია?

– თბილისის არაერთ სკოლაში ჩამოყალიბდა ჩირლიდერთა გუნდები, აქტიურადაა ჩართული რეგიონებიც. საქართველოს მასშტაბით 7 რეგიონია ჩართული. წლის განმავლობაში გაწერილი გვაქვს გეგმა, რომ გუნდებმა მიიღონ მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატზე, ევროპისა და ასევე, მსოფლიო ჩემპიონაწტებზე, არსებობს „თბილისის თასი“, ასევე ვატარებთ ტრენინგებს, სემინარებს, ხდება პედაგოგთა სერტიფიცირება. მთელი წელი აქტიურად მიმდინარეობს მომზადება, რათა გაიზარდოს ჩირლიდინგით დაინტერესებული მოსწავლეებისა და მწრთვნელების კვალიფიკაცია.

ცნობილია, რომ საქართველოს საკუთარი გუნდები ჰყავს სკოლებსა და უნივერსიტეტებში და როგორ ხდება გოგონების ვარჯიში სპორტის მოცემულ სახეობაში, ვინ არიან ჩირლიდერი გოგონების მწრთვნელები?

– ჩირლიდინგი სპორტის ის სახეობაა, რომელიც ერთდროულად მოიცავს: ტანვარჯიშის, ცეკვის, პლასტიკისა და რიტმის დეტალებს. ერთ გუნდთან მუშაობს რამდენიმე პედაგოგი, შესაბამისად ისინი უნდა იყვნენ კომპეტენტურები სხვადასხვა განხრით, რაზეც ვმუშაობთ ამ ეტაპზე. ტანვარჯიშის ილეთებს ტანვარჯიშის სპეციალისტი ასწავლის, აკრობატიკის შესაბამისად ამ სფეროს სპეციალისტი და ა.შ. საქართველოში უკვე არსებობს პროფესიონალი მწრთვნელები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებთან მუშაობენ.

საქართველოს ჰყავს ჩირლიდინგის ეროვნული ნაკრები, როგორ შეირჩა ეს ნაკრები და რა მიღწევები გვაქვს დღესდღეობით?

მსოფლიოს მასშტაბით ჯერ-ჯერობით საქართველოს გუნდი არ გასულა, თუმცა მეზობელ სახელმწიფოებში: სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩატარებულ ტურნირებზე მოვიპოვეთ პირველი ადგილი და ვართ გამარჯვებულები. წლის განმავლობაში ჩატარებული ტურნირების საფუძველზე დგება რეიტინგი, რომლის მიხედვითაც ვარჩევთ გოგონებს, ისინი ხვდებიან შესარჩევ ტურზე და შემდგომ მათგან აირჩევა ეროვნული ნაკრების წერვები. მნიშვნელობან როლს თამაშობს მათი მიღწევები და მაღალი ქულები, განმსაზღვრელი ფაქტორია ტურნირის მნიშვნელობა და დონე.

როგორც ცნობილია, 2017 წლის აპრილში თბილისი ცეკვის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლებს, რომლის ფარგლებში ჩირლიდინგში საქართველოს ღია ჩემპიონატი ჩატარდება. როგორ ემზადებიან გუნდები ჩემპიონატისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული ოლიმპიადა ქართველი ჩირლიდერი გოგონებისთვის?

– საქართველოში ჩატარებულ ტურნირთა შორის აპრილში დაგეგმილი ღონისძიება არის ყველაზე მაღალი რანგის, ვინაიდან გამარჯვებულები გაემგზავრებიან საერთაშორისო ჩემპიონატებზე. ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად აუცილებელია გუნდი 16 ბავშვისგან შედგებოდეს თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე დასაშვებულია დუეტების გაგზავნა. თბილისის ცეკვის საერთაშორისო ოლიმპიადა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ჩვენ ვუმასპინძლებთ გუნდებს მსოფლიოს სხავდასხვა ქვეყნებიდან მაგალითად: უკრაინიდან 21 გუნდს ველოდებით, დიდი რიცხოვანი მაჩვენებლით იქნებიან ბელორუსიის წარმომადგენლები და ა.შ. სულ 7 ქვეყანას ველოდებით. ამ დრომდე მიმდინარეობს რეგისტრაცია, რის გამოც ზუსტად არ ვიცით რამდენი გუნდი მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ ოპიმპიადაზე საქართველოდან. როგორც წესი, ველით, რომ თბილისის გარდა ჩაერთვება ყველა რეგიონი.

შედეგის მისაღებად საჭიროა, რომ ბავშვმა კვირაში 3-ჯერ მაინც ივარჯიშოს. თუმცა ვისაც პროფესიონალურ დონეზე სურს მუშაობა მისთვის ყოველდღიური ვარჯიშია საჭირო.

როგორი ხელშეწყობა აქვს ჩირლიდერთა ფედერაციას სახელმწიფოს მხრიდან, რამდენად არის ხელისუფლება დაინტერესებული საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებით?

ჩირლიდინგის ფედერაცია აღიარებულია სპორტის სამინისტროს მიერ, თუმცა, სამწუხაროდ, ფედერაცია დაფინანსებას კონკრეტული პროეტის ფარგლებში იღებს და არ აქვს გაწერილი ბიუჯეტი. აღნიშნული საკითხის გამო ძალიან გვიძნელდება სპორტის ამ მიმართულების განვითარება. ამ დრომდე კი სამინისტროსგან ბიუჯეტი ჯერ კიდევ ვერ მივიღეთ. საქართველოში არიან წარმატებული ჩირლიდერი ბავშვები, მაგრამ გვიძნელდება მათი ევროპის ჩემპიონატებზე გაყვანა, რადგან გუნდი უნდა შედგეს 16 ადამიანისგან, რის შეკრებასა და მობილიზირებას საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსები სჭირდება. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ თბილისის მერიისგან გვაქვს ოფიციალური ბიუჯეტი, რაც სხავადსხვა აქტივობების განხორციელების საშუალებას გვაძლევს თუმცა ეს ეხება თბილისის გუნდებს, რაც შეეხება რეგიონებს, მათ ამ დრომდე ოფიციალური დაფინანსება მუნიციპალიტეტიდან ან გამგეობიდან არ აქვთ.

ნანუკა მაღლაკელიძე

 

 

(Visited 58 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*