ნატო-ს საპარლამეტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიას თბილისი უმასპინძლებს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პაოლო ალის შეხვედრაზე აღინიშნა.

მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურაში ინტეგრაციის ძირითადი საკითხები განიხილეს.  საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის დღის წესრიგს და აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ამმიმართულებით.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მნიშვნელობაზე, რომელიც თბილისში 26-29 მაისს გაიმართება.

 

(Visited 41 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*