„ ვერც ერთი ხელისუფლება ბოლომდე ვერ ახერხებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, რადგან ქვეყნის მოწყობის ისტორიაში არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიცია. დამოუკიდებელი სასამართლოს აშენება არის გაცილებით რთული, ვიდრე ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ინსტიტუტის“. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პირველზე“, გადაცემა „პოლიტმეტრის“ ეთერში ისაუბრა.
„ „რუსთავი 2“–ის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთლიანად აღმოსავლეთ ევროპისთვის. სიტყვის თავისუფლებასთან მიმართებით ეს არის პირველი პრეცედენტი, მნიშვნელოვანი პრობლემებია ამ მხრივ სომხეთში, თურქეთში, აზერბაიჯანშიც. პრობლემას თუ თვალი არ გავუსწორეთ და სახელი არ დავარქვით, მინიმალური შანსიც გაქრება,რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. ხელისუფლების ცვლილების ფონზე სასამართლო ხელისუფლების მდგრადობა არის მისი დამოუკიდებლობის გარანტი. მედიის მრავალფეროვნების და თავისუფლების ტესტი არის კონტროლდება თუ არა ხელისუფლების მხრიდან. ქიბარ ხალვაში არის პროგრამა, რომელშიც ჩატვირთულია ფუნქცია, წართმევა. სხვა ფუნქცია ამ პროგარამას არ აქვს.
საზოგადოებამ ხელშესახებად დაინახა რა სარგებლობა მოაქვს ევროპას და რა არის ევროპული საქართველო. საზოგადოებამ დიანახა, რომ არსებობს ინსტანცია, სადაც შეიძლება დარღვეული უფლებები აღიდგინო და ფულით ყველაფერს ვერ იყიდი. მთავარი სტერეოტიპი 4 წლის განმავლობაში დამყარდა, რომ ივანიშვილს აქვს ბევრი ფული და მას შეუძლია ყველაფრის და ყველას ყიდვა,“– განაცხადა გიგი უგულავამ.
მანანა ღოღობერიძე