„მაშინ როდესაც ევროკავშირი ასრულებს ყველა დაპირებას,რომელიც მან გასცა, დაწყებული თავისუფალი ვაჭრობიდან,დამთავრებული უვიზო მიმოსვლით. ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ გააცუცურაკოს ევროპელი პარტნიორები და იმ პასუხისმგებლობებზე თქვას უარი, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული და გაწერილია“. ამის შესახებ სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, გიორგი რუხაძემ „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

„იმედი მაქვს,რომ ევროპარლამენტარების წერილის გზავნილებს გაითვალისწინებენ. თუ არ ჰყავთ ადამიანი,რომელიც მათ ამას გადაუთარგმნის, შემიძლია მათ პირდაპირ ეთერში ვუთცხა,რომ ეს წერილი სამ ძირითად გზავნილს შეიცავს. ევროკავშირისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის სასამართლო ხელისუფლებას იყენებს იმისთვის, რომ ერთ ტელევიზიაში მათ მოახერხონ მათდამი კრიტიკულად განწყობილი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. ეს არის სერიოზული პრობლემა, ეს წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ ღირებულებებთან, მათ შორის იმ პასუხისმგებლობებთან, რომელიც საქართველოს აღებული აქვს ასოცირების ხელშეკრულებით.

თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს,რომ ევროკავშირს და საქართველოს ჰქონდეს საერთო მომავალი, მაშინ საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და შეასრულოს ფუნდამენტური მოვალეობები, რასაც ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს. იმედი მაქვს,რომ ხელისუფლებაში დარჩა ნაწილი,რომელიც მინიმუმ დაინახავს თუ რამხელა ზარალი შეიძლება მიიღოს საქართველომ, თუ გზავნილებს არ გაითვალისწინებს.ეს არ არის მხოლოდ რეპუტაციული ზარალი, ავიწყდებათ,რომ ყოველი დარტყმა არის საქართველოს სახელმწიფოსადმი დარტყმა და საბოლოოდ განვითარების პერსპექტივებზე აისახება.მადლობა სტრასბურგის სასამართლოს, მან რეალურად შეაჩერა საქართველოს ხელისუფლების და ქართული სახელმწიფოს გარდაუვალი დეგრადაცია“ , – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

გიორგი რუხაძე გადაცემა  „არჩევანში“ ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოში არის საქმე „ „რუსთავი 2“ საქართველოს წინააღმდეგ“.

„ის ამტკიცებს,რომ ერთ მხარეს არის საქართველოს ხელისუფლება და მეორე მხარეს მედია, ევროსტრუქტურები,ერვოსასამართლო. ყოვლად აღმაშფოთებელია, როცა ის ამას პოლიტიკურ განცხადებად აფასებს.საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა დაფიქრდნენ, სანამ რამეს იტყვიან, თუ არ იციან რა თქვან, ჯობია არაფერი თქვან. ასე ბევრად დაცული იქნება საქართველოს ინტერესები,“ – განაცხადა გიორგი რუხაძემ „კურიერთან“ინტერვიუსას.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 54 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*