ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩეული დონალდ ტუსკი მხარდაჭერისთვის მადლობას იხდის და აცხადებს, რომ ევროკავშირის გასაუმჯობესებლად ყველა ღონეს იხმარს.

„მადლობელი ვარ ნდობისა და დადებითი შეფასებისთვის. ყველა ღონეს ვიხმარ იმისთვის, რომ ევროკავშირი უკეთესი გახდეს“, – წერს ტუსკი „თვითერის“ პირად გვერდზე.

პოლონეთის ყოფილი პრემიერი დონალდ ტუსკი გუშინ, 27 ხმით ერთის წინააღმდეგ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელმეორედ აირჩიეს. თანამდებობაზე ის კიდევ ორნახევარი წლის განმავლობაში იმუშავებს. პირველად კი ტუსკი ევროპული საბჭოს ხელმძღვანელად 2014 წლის ბოლოს აირჩიეს.

ცნობილია, რომ პოლონეთის პრემიერმა ბეატა შიდლომ ევროკავშირის ლიდერებს წერილით მიმართა, ტუსკის მეორე ვადით არჩევისთვის მხარი არ დაეჭირათ.

4 მარტს პოლონეთის მთავრობამ ამ თანამდებობაზე ევროდეპუტატ იაცეკ სარიუშ-ვოლსკის კანდიდატურა წარადგინა, რის გამოც ის პოლონეთის ოპოზიციური პარტიის „სამოქალაქო პლატფორმის“ რიგებიდან გარიცხეს. ავტომატურად, ის გაირიცხა ევროპის სახალხო პარტიიდანაც.

(Visited 28 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*