საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთავრობის ადმინისტრაციას უკრაინაში, პოლონეთში, რუმინეთში, ბრაზილიაში, ავსტრალიასა და მალაიზიაში საქართველოს ელჩების კანდიდატურები წარუდგინა.

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარდგენილია ილია დარჩიაშვილის კანდიდატურა. იგი 2015-2016 წლებში გახლდათსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველიმოადგილე, ხოლო 2016 წლის დეკემბრიდან არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.

რუმინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატად წარდგენილია ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, რომელიც 2011 წლიდან გახლავთ  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, მანამდე კი იკავებდა საქართველოს ელჩის თანამდებობას სლოვენიასა და სლოვაკეთში (2006-2011წწ) და სომხეთში (1998-2004წწ).

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე წარდგენილია დავით სოლომონიას კანდიდატურა. იგი არის კარიერული დიპლომატი, 1995 წლიდან იკავებდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.  2014 წლის მარტიდან დღემდე გახლავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი. 2015 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო დასრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად წარდგენილია გიორგი დოლიძის კანდიდატურა. იგი 1997 წლიდან მუშაობს   საქართველოს საგარეო საქმეთასამინისტროში. 2011 წლის ოქტომბრიდან არის უსაფრთხოების პოლიტიკისა დაევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი. გიორგი დოლიძეს 2012 წელსმინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

მალაიზიის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარდგენილია ნიკოლოზ აფხაზავას  კანდიდატურა, რომელიც 2012 წლიდან არის კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. 2012 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და სუამში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად წარდგენილია გელა დუმბაძის კანდიდატურა. 2014 – 2016 წლებში იკავებდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას. 2017 წლის იანვრიდან დღემდე არის საგანგებო დავალებათა ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

 

(Visited 32 times, 1 visits today)

კომენტარები