ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ  დააკმაყოფილა  პროკურატურის  სააპელაციო საჩივარი და გიგა ოთხოზორიას განზრახმკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო  შეძენა, შენახვასა და ტარებაში მსჯავრდებულს, მიმალვაში მყოფრაშიდ კანჯი-ოღლის დაუმძიმა სასჯელი და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2016 წლის 26 დეკემბერს, ზუგდიდის  რაიონულმა სასამართლომ  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით დაუსწრებლად  დამნაშავედ სცნო  რაშიდ კანჯი ოღლი, რომელსაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა  სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელის ზომას  და  უფრო მძიმე სასჯელის დანიშვნის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

სასამართლო  პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით 14:15 საათზე,  გიგაოთხოზორიამ მისი მართვის ქვეშ მყოფი “ოპელ-ასტრას” მოდელის ავტომანქანით ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მდებარესამეგრელო-ზემო სვანეთისა და ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვართან ნაცნობები ლ.ა დარ.ქ მიიყვანა, რომლებსაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე სურდათ ახლობლის დაკრძალვისთვისშეძენილი პროდუქტის გადატანა. მათი დახმარების მიზნით გიგა ოთხოზორია მდინარე ხაიაზე არსებული ხიდით ოკუპირებულიტერიტორიის მიმართულებით გაემართა, სადაც სურდა მოლაპარაკებოდა იქ მყოფ პირებს, რათა მის ნაცნობებს პროდუქტისგადატანაში დახმარებოდნენ. საუბარში ადმინისტრაციულ საზღვართან მყოფი აფხაზეთის არაკანონიერი ხელისუფლებისშეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ, მათ შორის ე.წ. „მესაზღვრე“ რაშიდ კანჯი-ოღლი. საუბარიშელაპარაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გიგა ოთხოზორია საქართველოსკონტროლირებად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას ტერიტორიისკენ გაემართა. მას მუქარით, უკან დაედევნენ აფხაზეთისარაკანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული რაშიდ კანჯი-ოღლი. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, უკვე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას ტერიტორიაზე რაშიდ კანჯი-ოღლი დაეწია გიგაოთხოზორიას და განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში ესროლა. მიღებულიდაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია ძირს დაეცა, ხოლო კანჯი-ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას თავის არეში საკონტროლოგასროლით მიაყენა დაზიანება, შემდეგ კი თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია დაოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია საავადმყოფოშიმიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესომოქმედება, შემთხვევის ადგილიდან მოხდა ნივთიერი მტკიცებულებების ამოღება, დაიკითხა 36 მოწმე, დაინიშნა სხვადასხვა სახისექსპერტიზები, მათ შორის კომპლექსური-ტრასოლოგიური, ბიოლოგიური, ქიმიური ექსპერტიზა, კომპლექსური-ბალისტიკური,ბიოლოგიური ექსპერტიზა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე გამოძიების ფარგლებში ამოღებული და გაშიფრული იქნავიდეოფირები, რომელზეც ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა ჩატარდა.

პროკურატურამ რაშიდ კანჯი-ოღლის ბრალდება 21 მაისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) დაუსწრებლად წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე რაშიდ კანჯი-ოღლის აღკვეთის ღონისძიების სახითშეეფარდა პატიმრობა და გამოტანილი იქნა დადგენილება ძებნის თაობაზე.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რაშიდ კანჯი-ოღლი დაუსწრებლად, სრულად სცნო დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებაში დასასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

(Visited 35 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*