16 საათის წინ
დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
16 საათის წინ
“2012 -ზე ქვემოთ დავბრუნდით, ქართულ პოლიტიკაში გახშირებული ნაღმებია” – ვახტანგ ძაბირაძე
16 საათის წინ
საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება
17 საათის წინ
“უცნაურია, როდესაც უშიშროების საბჭოს წევრი საუბრობს საბჭოს ნულოვან ეფექტურობაზე” – დავით რაქვიაშვილი
17 საათის წინ
ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პრემიერად და ანტიკრიზისული მთავრობა შექმნას – გია ხუხაშვილი

„ორივე მხარე საკუთარი პოზიციების ტყვეობაშია, უმრავლესობას რეფორმის განხილვის ფორმატის ხელიდან გაშვება არ უნდა, მეორე მხრივ აღიქმება,რომ პრეზიდენტის მხრიდან პარალელური პროცესის შექმნის მცდელობაა“. ამის შესახებ საკონსტიტუციო კომისიის წევრმა მიხეილ ბენიძემ, ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„ჩვენც ბევრი შენიშვნა გვაქვს საკონსტიტუციო კომისიასთან და მის მუშაობასთან დაკავშირებით, მათ შორის რამდენად აუცილებელი იყო ასეთი ფართო რეფორმა და იყო თუ არა საზოგადოების დაკვეთა. მნიშვნელოვანია ასევე საკონსტიტუციო განხილვის საგანი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ უნდა ეცადოს,რომ ნაბიჯები გადადგან არა ვითარების გამწვავებისკენ, პირიქით კოორდინაციისკენ.

რა თქმა უნდა საზოგადოებრივი განხილვა მნიშვნელოვანია თუმცა, არ უნდა მოხდეს აზრების გაფანტვა და პარალელური პროცესის წარმართვა. ამ საკონსტიტუციო რეფორმაში ჯერჯერობით საზოგადოებრივი განხილვა არ არის და არ მგონია, რომ მათ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია. ასეთ რეჟიმში საზოგადოება ნდობას კარგავს მთლიანად პროცესისადმი,“ – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 34 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*