სტამბოლში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე ხუთ ადამიანი დაიღუპა, – განაცხადა ბიუქჩექმეჯეს რაიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ჰასან აქგიუნმა.
„ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილას ხუთი გვამი დავინახე. ეს სახანძრო ვერტმფრენი იყო“, – განაცხადა მან ტელეარხი NTV-ს ეთერში.
სტამბოლის მერმა ვასიფ შაჰინმა დაადასტურა, რომ ვერტმფრენში შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. ვერტმფრენი თურქულ სამრეწველო ჯგუფს ეკუთვნის. ბორტზე ორი პილოტი და რუსთის ოთხი მოქალაქე იმყოფებოდა.
კატასტროფა ადგილობრივი დროით 11:21-ზე მოხდა. კატასტროფის მიზეზი ჯერ არ დასახელებულა.