1 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
1 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
1 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
1 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
1 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

არის შესაძლებლობა იმისა, რომ გაზის ტარიფები გაიზარდოს, თუმცა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გაზის ტარიფების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„დაველოდოთ, რადგან საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა. იმის შემდეგ, როცა იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მერე შეგვიძლია უკვე კონკრეტიკაზე ვისაუბროთ, თუმცა ის მეთოდი, რომ მოხდეს კონკრეტული ადამიანების სუბსიდირება ბიუჯეტიდან, ევროპულ ქვეყნებშიც მისაღები ფორმაა, შესაბამისად, შეიძლება განვიხილოთ იმ შემთხვევაში, თუ ტარიფის მატება იქნება ბუნებრივ აირზე. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად იქნება, ამას მარეგულირებელი დაადგენს. იმ შემთხვევაში თუ იქნება, შესაძლებელია ვისაუბროთ მიზნობრივ სუბსიდირებაზე, როგორც ეს ელექტრონერგიის ნაწილში გვაქვს. ასე რომ, არის შესაძლებლობა იმისა, რომ ტარიფები გაიზარდოს, თუმცა დაველოდოთ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას და ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეულია კურსის ცვალებადობით“, – განაცხადა კალაძემ.

გაზის სექტორი მოქმედმა კომპანიებმა ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვის მოთხოვნის სემეკს უკვე მიმართეს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ მათი სატარიფო განაცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.

(Visited 38 times, 1 visits today)

კომენტარები