2 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

თბილისში დასრულდა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია – „ქალები პოლიციაში“, რომელიც საქართველოს შს სამინისტროს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობდა. ღონისძიებაში 18 ქვეყნის 300-მდე პოლიციელი  ქალი მონაწილეობდა.
კონფერენციის ფარგლებში, წელს პირველად აშშ-ს საელჩომ დააწესა კახეთის რეგიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის – მაია ჯავახიშვილის სახელობის ორდენი.

პირველი ორდენები ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს – მაია ფელიშვილს, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ ამერიკელ პოლიციელს – კორტნი გეილს გადაეცათ. ღონისძიებას  გარდაცვლილი ქართველი პოლიციელის და – თინათინ ჯავახიშვილიც ესწრებოდა. ამერიკელ პოლიციელ ქალს მან ორდენი პირადად გადასცა.

კონფერენციაზე, ოთხი დღის განმავლობაში, ქალ-სამართალდამცველებს სამართლებრივი სფეროს სხვადასხვა თემაზე ტრენინგები ჩაუტარდათ. ღონისძიების მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშოები შეასრულეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. დასასრულს, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა.

კონფერენცია  -„ქალები პოლიციაში“ საქართველოში ყოველი წლის მარტში იმართება და  სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას, პოლიციელთა რიგებში ქალის როლის წარმოჩენას  და მათი მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.

(Visited 36 times, 1 visits today)

კომენტარები