„მე მგონი ერთადერთი ადამიანი, ვისაც ეს ჩანაწერები არ უნახავს, არის პატრიარქი და მგონია, რომ ძალიან სწორს შვრება“. ე.წ ციანიდის საქმეზე პროკურატურის მიერ გასაჯაროვებული მტკიცებულებების და „რუსთავი 2“–ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, „ტვ პირველზე“ გადაცემა „რეაქციას“ ეთერში ისაუბრა.

„ამ ჩანაწერებისთვის მე არც მანამდე შემიხედავს. ბუნებრივია, რომ მდომოდა ხელმისაწვდომი იქნებოდა, მაგრამ არც მანამდე და როცა საჯარო გახდა, არც მის მერე შემიხედავს. მე არ ვარ პროკურორი, მოსამართლე, კვალიფიციური, რომ ეს ჩანაწერები ვნახო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პროკურორებს ჰქონდეთ გამოძიების შესაძლებლობა, ხოლო ადვოკატებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თავის მართლების. რასაც მედიაში ვუყურებ, ძალიან გახსნილი პროცესია.

იქიდან გამომდინარე, რომ მე ზუსტად ეს პოზიცია მქონდა, ჩემთვის სტრასბურგის გადაწყვეტილება იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს მძიმეც. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელმაც ნათლად აჩვენა, რომ არსებობს კითხვის ნიშნები საქართველოში ფუნდამენტური ღირებულების, აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს მძიმეა ჩემთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის და როგორც ადამიანისთვის. არა მარტო ის მადარდებს, რომ მედია იყოს თავისუფალი, ასევე ძალიან მნიშვნელოვნად მადარდებს ქვეყნის საგარეო იმიჯი. საბოლოო ჯამში, როდესაც ქვეყნის იმიჯზეა ლაპარაკი, როგორც დემოკრატიისა და კონსტიტუციურობის გარანტს, მომეკითხება პასუხი, რა ვითარებაა.

ნებისმიერი ჩემს მიერ წარდგენილი მოსამართლე ბუნებრივია არანაირად არ უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას ჩემთან, რომ მე რა მომეწონება პოლიტიკურად, ან არ მომეწონება. ისინი უნდა იყვნენ მარტო თავის სინდისთან პასუხისმგებლები. შესაბამისად, აზრადაც არ მომსვლია, რაიმე კონსულტაცია ამ საკითხთან დაკავშირებით,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 58 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*