ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ამ წუთებში მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული. სამართლადამცველები ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გზის გახსნას ცდილობდნენ, რასაც დაპირისპირება მოყვა.

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა, სულ 5 პირი დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, სამი პირის დაკავება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისმობს. მანამდე ბათუმში, პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ორი ადამიანი დააკავეს.

ამ წუთებში ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა კვლავ გადაკეტილია. მოსახლეობა დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვს.

(Visited 33 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*