გავრცელებული ინფორმაციით,  ბათუმში აქციაზე დაშავებულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა.

საინფორმაციო სააგენტო ბათუმელები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ დაშავებულთა უმრავლესობას დაჟეჟილობა და დაზიანება აღენიშნება.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ცოტა ხნის წინ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები დაარბია. აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს. აქციაზე შეკრებილები სამართალდამცველების მიერ დაკავებული 6 პირის გათავისუფლებასთან ერთად, საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას ითხოვენ და პატრულის მიერ ჯარიმების გახშირებული დაწერის ფაქტებს აპროტესტებენ.

(Visited 10 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*