რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მზად არის, დაქორწინებულ კაცებს მღვდლად კურთხევის უფლება მისცეს, ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

მედიასაშუალების ცნობით, რომის პაპი მიიჩნევს, რომ ამით რომის კათოლიკურ ეკლესიებში სამღვდელოების ნაკლებობის პრობლემას მოაგვარებს.

როგორც CNN წერს, გერმანულ გაზეთ Die Zeit-თან ინტერვიუში პაპმა ფრანცისკემ კათოლიკე მღვდლების რაოდენობის სიმცირეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს რომის კათოლიკური ეკლესიისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა.

მისივე თქმით, დაქორწინებულ მამაკაცს, შესაძლოა, მღვდლობის უფლება მიეცეს, თუმცა კაცს, რომელიც მღვდლად უკვე ეკურთხა, დაქორწინების უფლება არ ექნება.

როგორც რომის პაპმა აღნიშნა, ამ წინადადებას განიხილავენ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, განხორციელდება თუ არა ცვლილება და მიეცემათ თუ არა დაქორწინებულ მამაკაცებს მღვდლად კურთხევის უფლება.

წყარო: 1tv.ge

(Visited 65 times, 1 visits today)

კომენტარები