წუხანდელი ღამის განმავლობაში გასავლელი იყო ძალიან სერიოზული ზღვარი, რაცხელისუფლებამ ძალიან სწორად გაიარა, – ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თათბირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამართალდამცავებმა შეძლეს, ზუსტად ემოქმედათ იქ, სადაც და რა ძალითაც იყო საჭირო; ახლა კი საჭიროა წესრიგის შენარჩუნება და იმ მოძალადეებისიდენტიფიკაცია, რომლებიც გუშინ “ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ”.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ზარალი უნდა ავუნაზღაუროთ მათ, ვინც ამ ადამიანების მარგინალური დავანდალური ქმედებების გამო დაზარალდა, მაგრამ უნდა დავიტოვოთ უფლება, რომ ვინც ეს ამბავი მოაწყო, მათ მოვთხოვოთ ამ ზიანის ანაზღაურება შემდგომში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ახლა საჭიროა კომპლექსური მოქმედება და კონსოლიდაციასტაბილურობის მიზნის მისაღწევად, ასევე, უნდა გაგრძელდეს გამოძიება, რათა არა მხოლოდვანდალური ქმედებებისთვის გამოყენებული ადამიანები დაისაჯონ, არამედ გამოვლინდნენწამქეზებლები დამოხდეს პრევენცია რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

„ეს არის დღევანდელი პირველი რიგის ამოცანა, დაშავებულებს მივხედოთ და მაქსიმალურიყურადღებით ვიყოთ, რომ პროვოკაცია არ მოაწყოს ვინმემ, რადგან ის პოლიტიკური ძალა,რომელიც მოქმედებს დევიზით, მე თუ არ ვარ ხელისუფლებაში, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაქვეყანაში, აბსოლუტურად ბოლომდე უნდა იდენტიფიცირდეს, როგორც დესტრუქციული ძალა,რომელსაც ამ ქვეყანაში სტაბილურობა დამღუპველად მიაჩნია საკუთარი თავისთვის. ამიტომ,მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რათა თითოეულ ადამიანს, რომელიც ყველაზესათუთი გრძნობებით თამაშობს, რათა ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს და მიაღწიოს თავისავადმყოფურ მიზანს, ეს გზა ჩავუკეტოთ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, მაგრამ ძალიანმკაცრად. ეს არის ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადასამართალდამცავებს, რომლებმაც გასული ღამის განმავლობაში გმირობა და თავშეკავებაგამოიჩინეს.

პრემიერის შეფასებით, ჩამოყალიბდა ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენი საქართველოში დამომავალშიც, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ამავე მაგალითით – გამოიყენოს იმდენი ძალა,რამდენიც კონკრეტულ მომენტშია საჭირო სტაბილურობის მისაღწევად.

„რა თქმა უნდა, მომავალში მაქსიმალურად მეტი უნდა ვიმუშაოთ ხალხთან, იმისათვის, რომ ეს ერთობა იგრძნობოდეს ყოველდღე და ყოველ წუთში“, – აღნიშნა პრემიერმა.

(Visited 63 times, 1 visits today)

კომენტარები