ახალი  და გრანდიოზული აღმოჩენები არამხოლოდ კოსმოსში, დედამიწაზეც კეთდება. საინტერესოა, რაღაა ამ პლანეტაზე მნიშვნელოვანი აღმოსაჩენი, თუმცა მეცნიერებმა არც მეტი, არც ნაკლები ახალი კონტინენტი აღმოაჩინეს. მას ზელანდია უწოდეს.

ახალი კონტინენტის შესაძლო აღმოჩენის შესახებ ვარაუდები გასულ თვეში კეთდებოდა. მეცნიერები კი დღესდღეობით თამამად საუბრობენ წყნარ ოკეანეში არსებულ მატერიკზე, რომლის უდიდესი ნაწილი წყლითაა დაფარული, ხილვადი ნაწილი კი ახალი კალედონია და ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულებია. ახალი კონტინენტი დაახლოებით, ევროპის კონტინენტის ფართობის ტოლია.

4,9 მილიონი კვადრატული კილომეტრი ფართობის კონტინენტური ბლოკი ავსტრალიისგან  გამოცალკევებულია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტერიტორიის უდიდესი ნაწილი 94% წყლითაა დაფარული.

ახალი ზელანდიელი გეოლოგის, ნიკ მორტიმერის თქმით, მეცნიერები ორი ათეული წელია მუშაობენ ამ აღმოჩენაზე. მეცნიერის თქმით, მათთვის ზელანდიისთვის კონტინენტის სტატუსის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანია.

ახალი კონტინენტი წარსულში მთლიანად წყლის ზემოთ იყო, თუმცა დაახლოებით, 23 მილიონი წლის წინ სხვადასხვა კატაკლიზმის გამო წყალში ჩაიძირა. წყლის ზემოთ არსებული კუნძულები ვრცელია, ისინი გეოლოგიურად მრავალფეროვანი არიან და შედგებიან სქელი, ნაკლებად მკვრივი ქერქისგან.

ავსტრალიისგან ახალი კონტინენტი 25 კილომეტრის დაშორებით იმყოფება, მათ ზღვის ფსკერის მონაკვეთი, კატოს რიფი გამოჰყოფს.

ნათია კეკენაძე

 

(Visited 194 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*