„ცოტათი გაზვიადებულია,როდესაც ამ ამბავს ვავრცელებთ მთელ ბათუზე. ეს იყო ვანდალიზმის და ძალადობის ესკალაცია ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე. არა ერთი ფაქტი მიუთითებს და აშკარაა,რომ ეს პროცესი სავარაუდოდ იყო მართული“. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედის დროს“ ეთერში ისაუბრა.

„ბათუმში სიმშვიდეა, ქალაქი ჩვეულ რიტმს მალე დაუბრუნდება. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს,რომ ზიანი რომელიც მოქალაქეებმა კერძო საკუთრების დაზიანებით მიიღეს, ანაზღაურდეს. ამ ზარალს აანაზღაურებენ ის ადამიანები,რომლებსაც გამოძიების პროცესით კონკრეტული ბრალი დაუმტკიცდებათ. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია,რომ მთავრობამ მიიღო თანმიმდევრული გადაწყვეტილებები, მოთმინებით და პროპორციული ძალის გამოყენებით, ყოველგვარი ძალის გადამეტების გარეშე შეაჩერა ეს ძალადობა.

ის ფაქტი,რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა გათავისუფლების შემდეგ პროცესი არა თუ შეწყდა, გაგრძელდა და კიდევ უფრო რადიკალური სახე მიიღო, მიუთითებს რომ პროცესი იყო მართული. ძველი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა გამოიყენეს ეს პროცესები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. მათ ეს დესტაბილიზაცია ხელს აძლევდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 36 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*