2 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

„მოველოდით,რომ ივანიშვილის არაფორმალური ხელისუფლება განტევების ვაცის ძიებას დაიწყებდა და აუცილებლად ამ ვაცს ოპოზიციურ სპექტრში„ნაციონალურ მოძრაობაში“  აღმოაჩენდა“. ამის შესახებ „ენმ“-ის ლიდერმა, ნიკა მელიამ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „იმედის დროს“ ეთერში ისაუბრა.

„ეს იყო ყოვლად დასაგმობი ქმედება დაწყებული იმ ხულიგნებით და ვანდალებით, დამთავრებული უმოქმედო ხელისუფლებით, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სოლიდარობა გამოუცხადეს მშვიდობიან მოსახლეობას. ხელისუფლებამ გამოიყვანა სპეცრაზმი საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად და რა გააკეთა, 5 წუთის განმავლობაში ისროლეს რეზინის ტყვიები და მომდევნო 4 საათის განმავლობაში გაიყვანეს ქალაქიდან. ხელში ჩაუგდეს ქალაქი ვანდალებს და ხულიგნებს, გადააწვევინეს მთელი ბათუმი.

ეს არის ხელისუფლება,რომელმაც 13 ივნისის შედეგები „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალა და კორცხელში თითქოს საკუთარი თავი მე დავარბიე. 12 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრი და ადგილობრივი პოლიციის უფროსი, ვალდებულები იყვნენ შესაბამისი ღონისძიებები გაეტარებინათ და ეს კერა დაახლოებით საღამოს 6-7 საათისთვის უნდა ჩაექროთ“ , – განაცხადა ნიკა მელიამ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 42 times, 1 visits today)

კომენტარები