„ეს არ იყო არც სპონტანური და არც ხალხის მიერ ორგანიზებული, ეს იყო  ინსპირირებული  სწორედ სუს-იდან და იყო შიდა დაპირისპირება სუს-სა და პოლიციას შორის, ეს დადასტურდა უკვე. ყიფიანი იყო აბაშიძის დროსაც სუს–ის თანამშრომელი,რომელიც საპატრულო პოლიციის ახალმა ხელმძღვანელმა დააკავა“. ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

„ეს იყო გაკვეთილი ხელისუფლებისთვის, რომ ძველი მეთოდებით, საბჭოთა მეთოდებით, ამ ნარატივით, რაც მოვისმინეთ “თათრები”, “აჭარა აჭარლებს” და ა.შ., ნათელი იყო,რომ ეს იყო ინსპირირებული, ხელი იყო სუს–ის. არ შეიძლება ამის გამოყენება შიდა დაპირისპირების დასარეგულირებლად. მათ ეს სცადეს, ეს იყო სცენარი, მაგრამ გაექცათ ხელიდან  ამ პროცესის მართვა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გვიან გაიაზრა, რომ პროცესებში არ უნდა ჩარეულიყო და მისცა საბაბი „ქართულ ოცნებას“, რომ  მოვისმინოთ ის, რაც დღეს გვესმის ხელისუფლებისგან.ხელისუფლება მთელი ამ კრიზისის მანძილზე იყო სრულიად უუნარო. პირდაპირ ეთერში გვაყურებინეს ამ ვანდალიზმზე და რეაგირება არ ჩანდა. პირველი შემთხვევა არ არის,როდესაც ხელისუფლება საქმის გაკეთების ნაცვლად ხელს რომელიმე პოლიტიკური ძალისკენ იშვერს. იმის ნაცვლად, რომ ილაპარაკონ გამოძიებაზე, საუბრობენ ერთი კონკრეტული ძალის ძირგამოთხრილ წარსულზე. ყველამ კარგად ვიცით  ყველას წარსული. ხელისუფლებას ეს არ ხსნის პასუხისმგებლობას, რომ გააგრძელოს საქმის გამოძიება“ , – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 37 times, 1 visits today)

კომენტარები