„გვესმოდა ყოველდღიური განცხადებები მოქალაქეებისგან. ხალხმა ეს ყველაფერი იმდენად აიტაცა და რეგიონში მომწიფებული იყო სიტუაცია. ამას ვაფრთხილებდით ხელისუფლებას,ამ მოვლენების თავიდან აცილება გვინდოდა“. ამის შესახებ “კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ დამფუძნებელმა, მერაბ ღოღობერიძემ „ტვ პირველზე“, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.
„მე და ჩემმა ორგანიზაციამ დავიწყეთ იმაზე საუბარი, რაც ხდებოდა რეგიონში. მივმართეთ გენერალურ ინსპექციას, ხელისუფლებას. მმართველი გუნდი და ოპოზიცია დღეს უბრალოდ ხელის შეხოცვაზე გადავიდა. ისინი დროზე ადრე უნდა დაინტერესებულიყვნენ, შიდა მოკვლევა დაეწყოთ აჭარის პოლიციის უფროსის მიმართ. ამ ეტაპზე დაკითხული არ ვარ, ველოდები გენერალური ინსპექციის დაკითხვას.
შემთხვევის ადგილას ერთი საათის შემდეგ მივედი მხოლოდ იმიტომ, რომ მაინტერესებდა რა მოხდა. პრემიერმინისტრი შეიყვანეს შეცდომაში და ეს არის დანაშაული. აქციის დაწყება სწორი იყო, მაგრამ საბოლოოდ რა უნდოდა იქ ზონდერ ჯგუფების წარმომადგენლებს, უნდა დიანტერესდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უბრალოდ უნდა დაკითხულიყვნენ ის პირები, მათ შორის მეც, ვინც დაძაბულობაზე მივუთითებდით. დარბევა და დაშლა მოხდა ზუსტად ისე, როგორც ვითხოვდით, მაგრამ პროცესი იყო დაგვიანებული“ , – განაცხადა მერაბ ღოღობერიძემ.
მანანა ღოღობერიძე