შავი ზღვის ჯაზფესტივალი წელს ბათუმში 28, 29 და 30 ივლისს გაიმართება. ფესტივალის მთავარი შემსრულებელი კი ბრიტანული ბენდი “ჯემიროქვაი” (Jamiroquai) იქნება.

“ჯემიროქვაი” 1992 წელს დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბდა და მას შემდეგ ფანკისა და აისიდ ჯაზის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება. მათმა კომპოზიციამ “Virtual Insanity” 1997 წელს გრემის ჯილდოც მოიპოვა.

ეს ჯგუფის მეორე ვიზიტია საქართველოში, ბენდი პირველად 2006 წელს თბილისის ჯაზფესტივალის ფარგლებში ჩამოვიდა.

ჯაზფესტივალზე დასასწრები ბილეთების ფასები და ჩატარების ზუსტი ადგილი დღეს 13:00 საათზე გახდება ცნობილი.

წყარო: netgazeti.ge

(Visited 133 times, 1 visits today)

კომენტარები